NEW

E K O N I A


დატოვე კომენტარი

ეკოსახლი

უკანასკნელი 30-35 წლის განმავლობაში განვითარებულ ქვეყნებში რევოლუცია დაიწყო სამშენებლო სფეროში, როცა ბრუნვაში შემოვიდა და დამკვიდრდა ცნებები: ეკოსახლი, მწვანე სახლი, ენერგოეკონომიური და ენერგოეფექტური ნაგებობა და სხვა. თავიდან ეს ტარდებოდა როგორც ეკოლოგიური ღონისძიება, გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირების მიზნით, შემდეგ დაემატა ჯანსაღი სახლის ცნება, ხოლო ბოლო წლებში ენერგო რესურსებზე ეკონომიური მოთხოვნილებაც.
დღეისათვის უამრავი ტექნოლოგია, მეთოდი და მასალაა შექმნილი ეკომშენებლობისათვის. საქართველოში საუკუნეების მანძილზე მშენებლობა დღევანდელი გაგებით ეკოლოგიური ნორმებით ტარდებოდა. მეოცე საუკუნემ მოგვწყვიტა ბუნებრიობას და ოცდამეერთეშიც მისი ინერციით მივექანებით…

ხომ გსურთ დღეგრძელობა და ჯანმრთელობა თქვენთვის და თქვენი შთამომავლებისათვის? მაშინ სერიოზულად იფიქრეთ ჯანსაღ სახლზე…
დღეისათვის ჩვენში ტრადიციულად არსებული სამშენებლო ტექნოლოგიები და მასალები არანაირად არ პასუხობს ეკოლოგიური მშენებლობის პრინციპებს. ხოლო ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით ალბათ ერთი ხელის თითები გვეყოფა უკანასკნელ წლებში აგებულ შენობათა ჩამოსათვლელად, სადაც გათვალისწინებული იქნა ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიები.
ჩვენი საცხოვრებლები (ასევე ოფისები) ნელი მოქმედების ნაღმებია, რომლებიც 10-15 წლით გვიმოკლებს სიცოცხლეს.
პრობლემები იწყება დაპროექტებიდან როგორც კონსტრუქციულ, ისე სამშენებლო და სარემონტო მასალების ასპექტში. მათ დაბოლოებას წარმოადგენს მავნე ნივთიერებების შემცველი მოსაპირკეთებელი მასალები (ფითხები, საღებავები, ლაქები, წებოები).   არსებობს თუ არა დღევანდელ საქართველოში ეკოსახლის აშენების პირობები?


დატოვე კომენტარი

ეკო-სოფელი

წარმოიდგინეთ პატარა სოფელი (დასახლება)… ოღონდ ისეთი სოფელი კი არა, ნახევრად დანგრეული სახლებითა და ტალახიანი ქუჩებით… ლამაზი ნაგებობებით, სუფთა გზებით, გაზონით და ა.შ. შუა ტყეში, სადმე ტბასთან ან მდინარესთან ახლოს ლამაზი ბუნებით… სოფელში ცხოვრობს დაახლოებით 200 ადამიანი (არის დიდი სოფლებიც 2000 მაცხოვრებლამდე) სოფელს გააჩნია საკუთარი ინფრასტრუქტურა, საკუთარი პროდუქცია... არ არის დამოკიდებული გარე სამყაროზე … აქვს საკუთარი ენერგომომარაგება…მზის ენერგია, ან ქარის ენერგია…(ან ორივე ერთად) ფერმები, სახნავ სათესი მინდვრები, ვენახები, სათბურები… სკოლა, ბაღი, სამედიცინო ცენტრი, დაცვა… ანუ ყველაფერი რაც ესაჭიროება ქვეყანას კარგად არსებობისთვის…ოღონდ იმდენი, რამდენიც კარგად ეყოფა ამ სოფელს.