NEW

E K O N I A


3 Comments

წყლის გასუფთავების მეთოდები

ჩამდინარე სამრეწველო წყლების შემადგენლობაში შეიძლება გვხვდებოდეს უამრავი დასახელების ქიმიური ელემენტი, ორგანული და არაორგანული ნივთიერებები, ამიტომ მათი გასუფთავების უნივერსალური მეთოდები არ არსებობს, რომელიც უზრუნველყოფდა წყლის გასუფთავებას. სანიტარული ნორმების დანერგვამდე იმისდა მიხედვით სამრეწველო ჩამდინარე წყლებში რა სახის ნივთიერებები შეიძლება იყოს გახსნილი ან შეტივნარებული და რა კონცენტრაციას შედგენენ ისინი, ირჩევენ გაწმენდვის სხვადასხვა მეთოდებს. მოცემულ კონკრეტული შემთხვევისთვის ამასთან გათვალისწინებულია თვით გაწმენდის მეთოდის ეკონომიურობაც. დღეისათვის არსებული ყველა მეთოდი შეიძლება გავაერთიანოდ: მექანიკურ, ქიმიურ, ბიოლოგიურ, ფიზიკა-ქიმიურ, თერმულ და სხვა მეთოდებთან. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი ცალ-ცალკე.


1 კომენტარი

ყურადღება !

ყურადღება ! ვისაც სურს “ეკონიასთან” თანამშრომლობა, ეს რათქმა უნდა ეკოლოგებს ეხება, ძალინ გთხოვთ ერთობლივი წამოწყებისთვის ვითანამშრომლოთ. !!! http://kapanadze.nini@gamil.com, damatebiti inpormaciistvis shemobrdzandit da visaubrot sxvadasxva eko sakitxebze.


დატოვე კომენტარი

აშშ-ში რადიაციით დაბინძურებული რძე აღმოაჩინეს

აშშ-ს გარემოს დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, საკვებზე მონიტორინგის შედეგად, რადიაციის დაბალი დონით დაბინძურებული რძე აღმოაჩინეს.

მსგავსი შემთხვევები აშშ-ს სხვადასხვა შტატში დაფიქსირდა. მათ შორის არის კალიფორნიის, ფლორიდის, კოლორადოსა და ორიგონის შტატები.

აშშ-ს ჯანდაცვის წარმომადგენლების განცხადებით, რძე უსაფრთხოა დასალევად.


დატოვე კომენტარი

სასმელ წყალში ანთროგენული და მიკრობული დაბინძურება აღმოჩნდა

აღმოსავლეთ საქართველოს 22 ქალაქში, მათ შორის თბილისში, რუსთავში, ბორჯომსა და ახალციხეში სასმელ წყალში ანთროგენული და მიკრობული დაბინძურება აღმოჩნდა.


დატოვე კომენტარი

ევერესტიდან რვა ტონა ნაგავს გაიტანენ

აპრილიდან ნეპალში დაიწყო აქცია „შევინარჩუნოთ ევერესტი,“ რომელიც 2012 წლის ივნისამდე გაგრძელდება. ეკოლოგების თქმით, წლიდან წლამდე აქ ტურისტების ნაკადი მკვეთრად იზრდება, მათთან ერთად კი ნაგვის მთები წარმოიქმნება. ამიტომ დაბინძურებასთან ბრძოლა უნდა გააქტიურდეს.

საგარმათხას ეროვნული პარკის ტურისტული ბილიკებისა და ამ პარკში მდებარე ევერესტის გაწმენდის აქციები დროდადრო ტარდება, თუმცა ენთუზიასტების მონდომება საკმარისი არაა. სიტუაციას ის ფაქტი ართულებს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ნაგვის პრობლემებს ყურადღებას არ აქცევს.

ამიტომ ევერესტის დამცველები გამოდიან წინადადებით, შეიქმნას ერთიანი გრძელვადიანი სტრატეგია ამ უნიკალური ტერიტორიების დასუფთავებისა და მავნე ნარჩენების განადგურების მიზნით.

ამჟამინდელი აქციის ფარგლებში იგეგმება ევერესტიდან რვა ტონა ნაგვის მოგროვება. ამასთან, აშენდება ნარჩენების გადამამუშავებელი 15 ქარხანა.

პროექტმა ნეპალის მთავრობის მხარდაჭერა მიიღო, გარემოს დაცვისა და მეცნიერების სამინისტრო კი ევერესტზე მიმავალი ტურისტებისთვის ახალ ეკოლოგიურ ნორმებს შეიმუშავებს.


დატოვე კომენტარი

ჰიგიენური ნაგავი

ჰიგიენური ნაგავი – ამ პარადოქსს #1 საავადმყოფოს ნაგავსაყრელადგცეულ ეზოში ნახავთ. სამკურნალო დაწესებულება ეპიდემიის გავრცელების საშიშ კერადაა ქცეული.

მოცულობით დიდი ტერიტორიაზე გაშლილი ეზო ორ ფერშია გადაწყვეტილი. ვარდისფერი და შავი პოლიეთილენის პარკები ნიადაგსაც ფარავს და მათი ნარჩენები ხეებზეცაა შემორჩენილი. ეზოს კარგად დათვალიერებისას აუცილებლად შეამჩნევთ, რომელ ოთახში რა დაავადების მქონე პაციენტი წევს და რა სახის დიეტა დაუნიშნა მას ექიმმა – მისი საკვების ნარჩენები, მისივე ოთახის ფანჯრის ჩამოსწვრივ ყრია. შესაბამისად, ადვილად გასარჩევია, ვინ როდის რა ჭამა და რომელ საჭმელზე თქვა უარი. არაჟანისა და იოგურტის ქილები, პოლიეთილენში გახვეული ხმელი პური, მინერალური წყლის ბოთლები, ვაშლისა და სხვა ხილის ნაფრცქვენები თუ უბრალოდ სახლში გამზადებული წვნიანის ნარჩენები უმეტეს შემთხვევაში მაწანწალა ძაღლებისა და კატების ლუკმა ხდება. ეს უკანასკნელნი, მრავლად არიან საავადმყოფოს ტერიტორიაზე და ყოველ დღე აკითხავენ „სტუმართმოყვარე მასპინძლებს“.


დატოვე კომენტარი

ნაგავი უცხოეთში…:))

იაპონელები ნაგავს მეორადი დანიშნულებით იყენებენ . პირველ რიგში ქუჩაში , საზოგადოებრივ ადგილებში , დიდ სავაჭრო ცენტრებში ყველგან დგას ნაგვის სხვადასხვა ურნები , რომლებიც სპეციალურად განკუთვნილია სხვადასხვა დახარისხებული ნაგვისთვის. მაგალითად პლასტმასის ბოთლები ერთ სპეციალურ ურნაში თავსდება , ალუმინის ქილები ერთ ურნაში , ქაღალდის ნივთები ცალკე , შუშის ბოთლები ცალკე და ა.შ. პლასტმასის ბოთლების გადამუშავების შემდეგ იაპონელები აკეთებენ სპორტულ ტანსაცმელს , სკოლის ფორმებს , საკანცელარიო ნივთებს , საოფისე ავეჯს და სხვა.გადამუშავების წინ პლასტმასის ბოთლებს რეცხავენ , ასუფთავებენ და იყენებენ დანიშნულებისამებრ. მაგალითად ერთ ერთი იაპონური კომპანია შუშის ნაგვისგან აწარმოებს ქუჩის მინის ფილებს. აგრეთვე შუშისგან აკეთებენ ერთი სერიის ფოტოაპარატებს რომელიც შედარებით იაფი ღირს , მსგავსი ფოტოაპარატები იაპონელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.


დატოვე კომენტარი

მტკვრის ზედაპირი პლასტმასის ბოთლებითაა დაფარული

თბილისელები უჩვეულო სანახაობის მომსწრენი გახდნენ – მტკვარში დიდი რაოდენობით, ათეულობით ათასი პლასტმასის ბოთლი, ბოცა და სხვა საგნები აღმოჩნდა .

ბოთლების მდინარეში მოხვედრა, სავარაუდოდ, გამოწვეულია მტკვარში წყლის დონის მომატებით და ჩქარი დინებით. ეს კი თავის მხრივ, სავარაუდოდ, განაპირობა ბოლო დღეების უამინდობამ. პლასტმასის ბოთლებით მტკვრის ზედაპირი თითქმის დაფარულია – მეტეხის ხიდიდან რამდენიმე ასეული მეტრის სიგრძეზე.


დატოვე კომენტარი

:))

ძალიან სვენიერი დღე იყო როდესაც მე ლექცია წავიკითხე. ძალიან დიდი მადლობა ყველას ! ყველაფერი კარგად გრძელდება, ახალ იდეებს ვგეგმავ!! :)) ნანაც იყოოო::))


დატოვე კომენტარი

ხვალინდელი დღე…:))

დადგა ის მშვენიერუი დღეც, სულ რაღაც ერთი დღე დარჩა. ხვალ იქნება ცემი მოხსენება უნივერსიტეტში. ცოტას ვნერვიულობ მაგრამ, ჩემს გევდრით ხომ ჩემი ბლოგია..:)))


დატოვე კომენტარი

ახალი იდეები :))

რა მშვენიერი იყო ბათუმის 3 დღე. ახალი იდეებით აგსავსე ჩამოვედი და როგორც ხედავთ ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას. მართლაც რომ უმშვენიერესი გარემო. ეს პრეზენტაცია იყო
ეს ეკოლოგიაზე იყო
ეს კიდევ მალე იქნება
ეკონია ხომ კვლავ ხალხს სჭირდება…:)


5 Comments

ლექცია ჩემი ბლოგის თემატიკის შესახებ !

  • 13 მაისს პარასკევს 5 საათზე, ქ. თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივესიტეტის მეორე კორპუსში ვკითხულობ ლექციას ჩემი ბლოგის თემატიკის შესახებ, ძალინ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ დალი ნიკოლაიშვილს ასეთი კარგი შემოტავაზებისთვის. ძალინ მოხარული ვარ და მოუთმენლად ველი სტუდენტებთან შეხვედრას. მე მათ ვეტყვი კიდევ ერთხელ რომ ჩვენი ვალია დავიცვათ გარემო !


დატოვე კომენტარი

ჩემთვის პროექტი არ დამთავრებულა…..

სხვა რა დამრჩენია იმის გარდა რომ გითხრათ თქვენ, ჩემთვის პროექტი არ დამტავრებულა, მეტიც ამ პროექტმა იმდენი რამ შემძინა რომ ამ დიდ გრძნობას ვერც კი გამოვხატავ. მაგალითად ახლო მომავალში ლექციას ვკითხულობ უნივერსიტეტში….იისათვის რომ სტუდენტები მეტად დაინტერესდნენ…შესაძლებელია შეიქმნას ახალი ტიპის ეკო-თამაშები…ეს ძალიან კარგა..და ძალიან დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს ვინც გვერდში მიდგას. მე პირადად ვაგრძელებ ყველაფერს. საკმე ეკოლოგიისთვის და გარემოს დაცვისთვის ჯერ კიდევ გასაკეთებელია ! და ამნისათვის მე ვიტყვი . ჩემს გვერდით ჩემი ბლოგია დავიცვათ ეკოლოგია !!!


დატოვე კომენტარი

ვივიენ ვესტვუდის ეკოლოგიური ლოზუნგი

ვივიენ ვესტვუდი საზოგადოებას მოუწოდებს მეტი ყურადღება დაუთმონ ეკოლოგიურ პრობლემებს და გაბატონებულ კონსუმერიზმს. ეკოლოგიურ კატასტროფასთან ბრძოლის გზებს ვივიენ ვესტვუდი არ აკონკრეტებს, მხოლოდ მოუწოდებს დედამიწაზე ზრუნვისკენ. “თავი შეიკავეთ საყიდლების შეძენისგან ნახევარი წელი, რაც გარე სამყაროს დაეხმარება, არ შეიძინოთ არასაჭირო ნაგავი, უნდა დავაფასოთ ბუნება და ვეცადოთ არ გავანადგუროთ ის”-განაცხადა მან. მისი ლოგიკა შემდეგში მდგომარეობს:” ნაკლებს მოვიხმართ, ნაკლებს ვაწარმოვებთ, ნაკლებ ზიანს ვაყენებთ პლანეტას”.


დატოვე კომენტარი

მაპუტუ-მოზამბიკი

მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებული დედაქალაქი, ქვეყნის მთავარი პრობლემა ჰაერისა და წყლის დაბინძურებაა. ცუდი სანიტარული სისტემა, მყარი ნარჩენების გადამუშავების საშუალებებისა და კანალიზაციის სისტემის არქონა ამ ქალაქისთვის სერიოზული პრობლემაა.