NEW

E K O N I A


2 Comments

ეკონია გიძღვნით სიმღერას “ავტორი: ნ.კაპანაძე”

ოცნებებით და ფერებით თქვენთან მოვედი,

გრძელი გზა მაქვს გასავლელი მწვანე ფერებით

თუ გინდა , რომ გაიგოთ რატომ გიძღვნით სიმღერებს,

დაიცავით გარემო მე კი ისევ გიმღერებთ,

გთხოვთ, გთხოვთ, გთხოვთ,

love ეს სიტყვა ყველას ესმის,

love ეს სიტყვა ყველგან მესმის,

love დაიწყებს ეკონია ,

ის გარემოს დამცველია,

თუ გინდა , რომ გაიგოთ რატომ მინდა სიცოცხლე,

შემობრძანდით საიტზე, არ წახვიდეთ იცოდეთ,

გთხოვთ, გთხოვთ, გთხოვთ !


2 Comments

დასახელდა მსოფლიოს ყველაზე „მწვანე“ შენობები

მსოფლიოს ყველაზე ეკოლოგიური შენობები აშშ–ში მდებარეობს. „ყველაზე მწვანე ათეულის პროექტების“ კონკურსში გამარჯვებულ შენობებს შორის 8 სწორედ აშშ–შია.
ამერიკულმა არქიტექტურულმა ინსტიტუტმა (AIA) ეს კონკურსი უკვე მეთოთხმეტედ ჩაატარა. კონკურსის ფარგლებში შეირჩევა პროექტები, რომელთა რეალიზაციისას მშენებლებმა შეძლეს არქიტექტურის, ტექნოლოგიებისა და „მწვანე“ სისტემის გაერთიანება, მათი მომავალი მცხოვრებლებისთვის უზრუნველყვეს კომფორტი და შეამცირეს ბუნებისთვის მიყენებული ზარალი.
გამარჯვებულ პროექტებს შორისაა სან–ფრანცისკოს ინდუსტრიული შენობის რედეველოპმენტი, რის შედეგადაც არქიტექტორებმა ფაბრიკის ფასადი შეცვალეს და შენობაში შუქი „შეუშვეს“. ყველაზე ეკოლოგიურ შენობად ასევე დასახელდა კალიფორნიის წყლის რესურსების ცენტრი, რომელიც ნულოვანი ენერგეტიკული ეფექტით გამოირჩევა. გამარჯვებულებს შორისაა ვირჯინიის დაწყებითი სკოლა, რომელიც ბავშვების ეკო–განვითარებაზეა ორიენტირებული.
აშშ–ის ფარგლებს გარეთ არსებულ შენობებს შორის კი ყველაზე ეკოლოგიურ პროექტად საუდის არაბეთის მეფის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი და კანადიის ერთ–ერთი ქალაქის საოფისე კომპლექსი დასახელდა. ეს უკანასკნელი ტემპერატურის 70 გრადუსიანი რყევის პირობებშიც ფუნქციონირებს.


1 კომენტარი

არაჩვეულებრივი მწვანე ტბა

ეს ტბა მდებარეობს ავსტრალიაში, მას აქვს ერთი საინტერესო თავისებურება, ყოველ გაზაფხულზე მაისიდან ივლისამდე წყალი ივსება მთებიდან ხოლო შემდგომ ისევ შრება… მას მწვანე ტბას უწოდებენ.


დატოვე კომენტარი

მწვანე აეროპორტი ქუთაისში

ქუთაისს მალე ახალი ეგრეთწოდებული “მწვანე აეროპორტი” ექნება, რომლის მშენებლობა სავარაუდოდ ამ წლის აგვისტოდან დაიწყება. ეკოლოგიურად სუფთა შენობის პროექტზე ცნობილი იტალიელი არქიტექტორი მუშაობს. მარიო კურცინავას იდეა დაფუძნებულია მზის ენერგიის მაქსიმალურად გამოყენებაზე, რაც სხვა სახის ენერგო რესურსებს მნიშვნელოვნად ზოგავს, შესაბამისად გარემოც ნაკლებად ბინძურდება. ახალი თანამედროვე ტიპის შენობა, რომელიც დასავლეთ საქართველოში დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს მოემსახურება 2012 წლიდან უნდა ამოქმედდეს. არქიტექტორი ფიქრობს, რომ ეკოლოგოური კონსტრუქციების მშენებლობისთის საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს.


დატოვე კომენტარი

ZEPTER “ეკოლოგიურად სუფთა”

” zepter ” შვეიცარული ბრენდი .  ცეპტერი  გახლავთ მსოფლიო ლიდერი.  ცეპტერის ჭურჭელი სპეციალური ლითონისგანაა  დამზადებული . ცეპტერი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციაა. ჩემი რეკლამა დაგეხმარებათ მის უკეთ გაცნობაში. ეკონია გისურვებთ ჯამრთელ და ეკოლოგიურად სუფთა ცხოვრებას.


1 კომენტარი

ლუქსემბურგი “მწვანე ქალაქი”

შესანიშნავი  მწვანე ქალაქი ლუქსემბურგი. შესანიშნავი ხედებითაი კიდევ არაჩვეულებრივი ხედი ალბათ მოგწონთ ხომ? ეს შესანიშნავი მწვანე ქალაქია რომელსაც ლუქსემბურგი ჰქვია.


დატოვე კომენტარი

გასაოცარი ხიდი მალაიზიაში

700 მეტრ სიმაღლეზე აღმართული ეს უჩვეულო ხიდი მდებარეობს მალაიზიაში. ხედი არაჩვეულებრივია …                                                      


დატოვე კომენტარი

სატუმრო – Marina Bay Sands

4 წლიანი მიმდინარე მშენებლობის შემდგომ, საბოლოოდ დასრულდა 55 სართულიანი (200 მეტრის სიმაღლის მქონე) სატუმრო Marina Bay Sands (MBS) –ის საბოლოო იერსახე, რომელიც სინგაპურში მდებარეობს .


დატოვე კომენტარი

მწვანე სასტუმრო ლოს ანჟელესში

ლოს ანჟელესში მდებარე ცნობილი სასტუმრო „ ბონავენტური” ქვეყნის ისტორიაში იმ ღირშესანიშნაობით შევა,რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში იგი პირველ მწვანე სასტუმროდ გადაიქცევა. კეთილშობილური წამოწყება ,რომელსაც სულ მალე სხვა სასტუმროებიც შეუერთდებიან , ნარჩენების გადამუშავებასა და წყლისა და ელექტროენერგიის დაზოგვას გულისხმობს.
37სართულიანი სასტუმრო „ბონავენტური” ,რომელშიც ათას სამასი სასტუმრო ნომერია განთავსებული- ლოს ანჟელესის ცენტრში მდებარეობს.
ქალაქის მერმა უკვე ოფიციალურად გამოაცხადა,რომ არასამთავრობო ორგანიზაცია “გრინ სილმა”,რომელიც მსოფლიოში გარემოს დაცვის საქმეში სერთიფიცირებას აწარმოებს,სასტურმო „ბონავენტური” სპეციალური სერთიფიკატით დააჯილდოვა.
„პრეზიდენტი ობამა კომერციის სფეროში სიახლეების დანერგვისა და გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ მებრძოლი სამსახურების მოხელეთა რაოდენობის ზრდისკენ მოგვიწოდებს.ჩვენც ამის შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ”-აცხადებს ბატონი მერი.
სასტუმრო”ბონავენტური” ლოს ანჯელესში პირველია,რომელმაც მწვანეთა მოძრაობის ეს საპატიო წოდება დაიმსახურა.ორგანიზაცია გრინ სილის წარმომადგენელი გარი პიტერსენი აღნიშნავს:
„ სასტუმროში სისუფთავის მიზნით პერსონალი არატოქსიკურ ნივთიერებებს იყენებს,ნარჩენები გადამუშავებისთვის მუდმივად იფუთება,ელექტროენერგია კიეკონომიურად მოიხმარება”.


1 კომენტარი

„ღვინის კლუბში“ ეკოლოგიურად სუფთა მევენახეობის საკითხებზე იმსჯელეს

ღვინის კლუბის“ უკანასკნელი ორი შეკრება საქართველოში ეკოლოგიური მევენახეობის პრობლემებს მიეძღვნა. „ეკოლოგიური მევენახეობის ძირითადი პრინციპები“ კლუბის წევრებს იაგო ბიტარიშვილმა გააცნო. მას ამ სფეროში არა მარტო თეორიული ცოდნა, არამედ მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება აქვს. იაგოს ღვინო – „ჩარდახი“ სწორედ ეკოლოგიური მევენახეობის შედეგად მიღებული პროდუქტია, რომელიც რამდენიმე წელია, წარმატებით იყიდება ევროპაში.
იაგო ბიტარიშვილის აზრით, საქართველოში ეკოლოგიურად სუფთა ღვინის წარმოება გაცილებით პერსპექტიულია, ვიდრე ერთგვაროვანი, მასობრივი ღვინოების დამზადება. დაბალფასიანი ღვინოებით მსოფლიო ბაზარი იმდენად გაჯერებულია, რომ ამ სეგმენტში ქართულ ღვინოს ადგილის დამკვიდრება ძალიან გაუჭირდება. სამაგიეროდ, წლიდან წლამდე იზრდება მოთხოვნა ბიოღვინოებზე, რომელსაც კონკურენციაში ნაკლები ბარიერები აქვს და ამავე დროს ძვირადღირებულიცაა. ქართულ ღვინოს წარმატებით შეუძლია ამ ბაზარზე თავისი ნიშა დაიკავოს, თუკი ღვინის მწარმოებლები ამ გზას აირჩევენ.
ბიოღვინის წარმოება მხოლოდ და მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა ვენახიდან არის შესაძლებელი, სადაც კატეგორიულად იკრძალება სისტემური პრეპარატებისა და შხამ–ქიმიკატების გამოყენება. დასაშვებია მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის კონტაქტური პრეპარატები, რომელთა შემცველობა პროდუქტში მკაცრად კონტროლდება.
იაგო ბიტარიშვილის თქმით, ეკოლოგიურად სუფთა მევენახეობას საქართველოში ჯერჯერობით მცირერიცხოვანი მომხრეები ჰყავს, რაც განპირობებულია მევენახეებში ინფორმაციის დეფიციტით და ვენახების მოვლის შედარებით მარტივი, მაგრამ არაეკოლოგიური მეთოდებისთვის უპირატესობის მინიჭებით. საოჯახო მეურნეობებისა და მცირე მარნების, განსაკუთრებით კი მსხვილი კომპანიების ვენახებში ფართოდ გამოიყენება სისტემური პრეპარატები და შხამ–ქიმიკატები, რაც თავიდანვე განსაზღვრავს ღვინის მწარმოებელთა არჩევანს ეკოლოგიურად სუფთა მევენახეობის საწინააღდეგოდ.
ქიმიური სასუქების ვენახში გამოყენება თავდაპირველად მართლაც ზრდის მოსავალს, შხამ–ქიმიკატებიც ეფექტურია დაავადებებთან საბრძოლველად, მაგრამ შემდგომში აუცილებლად იწყება ნიადაგის გამოფიტვისა და ქიმიურ მრეწველობაზე დამოკიდებულების რთული პერიოდი. ამ დროს უკვე მოსავალი საგრძნობლად იკლებს, ნაყოფი კი ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებით იტვირთება.
ეკოლოგიური მეურნეობა არ ცნობს გენურ ინჟინერიას, არ გამოიყენებს ძლიერმოქმედ შხამ–ქიმიკატებსა და ქიმიურ სასუქებს. ბიო–ვენახში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ნიადაგზე ზრუნვას (გამწვანებით, პარკოსნების გამორგვით, მულჩირებით და სხვა ბიო–მეთოდებით). აუცილებელია სისტემატიური პროფილაქტიკური ღონისძიებები და დროული ოპერაციები. ამ გზით მიიღება ბიოღვინისათვის აუცილებელი ჯანსაღი, ეკოლოგიურად სუფთა ყურძენი.
იაგო ბიტარიშვილის ინფორმაციით, ბიოსერტიფიცირების საერთაშორისო ორგანოს – Caucascert ltd-ს მიერ საქართველოში მხოლოდ ოთხი–ხუთი მევენახეა სერტიფიცირებული, რომელთა მიერ ჩამოსხმულ ღვინოებსაც, შესაბამისად, ბიოღვინის სერტიფიკატი აქვს. საქართველოში ასევე არსებობენ სხვა მეღვინეები, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა ღვინოებს აწარმოებენ, მაგრამ სერტიფიცირებას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ. საერთო ჯამში, ბიოღვინოების მწარმოებელთა რაოდენობა მაინც ძალიან მცირეა.


დატოვე კომენტარი

ეკოლოგიურად სუფთა წყლის ციფრული საათები

ციფრული საათები ეკოლოგიურად სუფთა წყლის საათიBedol, მფლობელს აწვდის ზუსტ დროს და ამვე დროს, გარემოს არანაირ ზიანს არ აყენებს. როგორ? ძალიან ადვილად. საათებს არ ჭირდება ბატარეა, ის მუშაობს წყალზე და მარილზე. წყლის გარკვეული რაოდენობით და ცოტა მარილით, საათები Bedol Wall Wave Clock გიცვენებთ ზუსტ დროს, სხვა რაიმე წყაროს გარეშე. მისი ეკრანის ზომაა 112 x 89 მილიმეტრი და მისი ღირებულებაა 16 დოლარი. ძალიან საინტერესოა, ხომ მთანხმებით?


დატოვე კომენტარი

ეკოლოგიური აგრესია და ჯამრთელობა

სადღეისოდ კლინიკური ეკოლოგია წარმოადგენს ერთ–ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მედიცინაში. გარემოს დაბინძურება განაპირობებს ადამიანის ორგანიზმსა და მის გარემოში – ჰაერი, წყალი, ნიადაგი, ცხოველურ და მცენარეულ სამყაროში ტოქსიური ნივთიერებების დასაშვებ ნორმაზე მეტად მომატებას, რასაც მოჰყვება სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მკვეთრი ზრდა. ორგანიზმის ლატენტური დაზიანება გარემოს დამაბინძურებელთა ხარჯზე, ფარულად მიმდინარე ქრონიკული ინტოქსიკაციები, წარმოადგენს სადღეისოდ ძალზედ აქტიურ ეკო-ჰიგიენურ და კლინიკურ პრობლემას. მით უმეტეს, რომ მძიმე მეტალების ტოქსიური ზემოქმედება შეიძლება გაიზარდოს პოპულაციურ დონეზე მოსახლეობის შემდეგ თაობებშიც. ყოველივე ზემოთ აღნიშნული ქმნის თვალით უხილავ ეკოლოგიურ კატასტროფას, რომლის ინდიკატორსაც წარმოადგენს მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვთა ავადობა. ეკოლოგიური აგრესიის პირველი ნიშნებია ბავშვთა მოსახლეობაში ზემო და ქვემო სასუნთქი გზების და კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული მორეციდივე დაზიანებები, რომლებიც კლინიკურად გამოვლინდება ქრონიკული ინფექციური კერების გაჩენაში, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ნორმალური ბიოლოგიური ფლორის დარღვევაში, ალერგიული პათოლოგიების (კანის და სასუნთქი სისტემის) ტიპიური და ატიპიური ფორმების გახშირებაში და ამასთანავე აღნიშნული პათოლოგიების სტამდარტული სქემით მკურნალობის არაეფექტურობაში. ზემოთ აღნიშნული პრობლემები საერთოა როგორც მსოფლიოს განვითარებადი ქვეყნებისათვის, ასევე საქართველოსთვისაც. აქედან გამომდინარე, არახელსაყრელი ეკოლოგიური ფაქტორების გავლენის შედეგად განვითარებულ დაავადებათა რეტროსპექტული და პროსპექტული ანალიზი, გარემოს მავნე ფაქტორების შესწავლასთან ერთად , წარმოადგენს აუცილებელ პირობას სწორი პრევენციული და პროფილაქტიკური ღონისძიებების შესამუშავებლად და არის ერთადერთი და ძირითადი ინსტრუმენტი ეკოლოგიური პრობლემების გადასაწყვეტად. მესამე ათასწლეული მთელ მსოფლიოში ხასიათდება მატერიალურ–ტექნიკური პროგრესის მასშტაბური მიღწევებით, რაც კაცობრიობის უდავოდ დიდი წარმატების მაჩვენებელია. პროგრესული ნაბიჯები ერთის მხრივ ყოფაცხოვრებას აადვილებს, მეორეს მხრივ კი ეკოლოგიური სიტუაციების გაუარესებას და აქედან გამომდინარე ჯანმრთელობისათვის ახალი პრობლემების მომრავლებას იწვევს.
დღეს ადამიანი მუშაობს და ცხოვრობს იქ, სადაც რადიაცია, დაბინძურება ორჯერ, სამჯერ, ათასჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას და მან არც კი იცის არაფერი ამის შესახებ. მან შეიძლება მიიღოს სიცოცხლისათვის საშიში ნიტრატების და მძიმე მეტალების შემცველი საკვები და არ იცოდეს ეს. ეს არის ეკოლოგიური რისკი.                                    ეკოლოგიური რისკი-ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი პრობლემის სოციალურ-სამედიცინო დახასიათება. ჯანდაცვის სისტემის წინ დგას ამოცანა: შეისწავლოს გამონაბოლქვების, საწარმოო პროდუქტების, პესტიციდების, ქიმიური ნივთიერებების გავლენა მცენარეულ და ცხოველურ სამყაროზე, წყლისა და ნიადაგის დაბინძურებაზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, შეისწავლოს ეკოლოგიურად „დაბინძურებული სამუშაო ადგილები“, სადაც ჰაერი დაბინძურებულია მძიმე მეტალების მტვერით: ტყვია, სპილენძი, თუთია, ქლორი, გოგირდი და ა.შ. ეკოლოგიის და ადამიანის ჯანმრთელობის ურთიერთკავშირის შესახებ ინფორმაციის არქონის პირობებში რთულია შრომითი საქმიანობის რეგულირება.
სამედიცინო–სანიტარული სამსახურის აუცილებელი ამოცანაა დაამონტაჟოს აერო და წყლის ანალიზატორები, მოიძიოს დაბინძურების წყაროები და უზრუნველყოს მათი სწრაფი ლიკვიდაცია.
გარემოს მავნე ფაქტორების შესწავლის ანალიზმა როგორც მთელს მსოფლიოში, ისე რუსეთში და მსხვილ ინდუსტრიულ ქვეყნებში, აჩვენა, რომ ეკოლოგიური დესტაბილიზაციის ძირითადი ტენდენციები გრძელდება და იზრდება. ნაციონალური, რეგიონული პროგრამები, ეკოლოგიური კონვენციები და კანონები მოწოდებულია, რათა დაინერგოს შედარებით ეფექტური რესურსი და ენერგიადამზოგველი ტექნოლოგიები. მრავალმილიონიანი გამწმენდი მოწყობილობები და სხვა მცდელობები ვერ ცვლის ამ ტენდენციას და ვერც ამცირებს ზრდის ტემპს. ეს ნიშნავს, რომ იზრდება ადამიანის სიცოცხლისათვის, მისი ჯანმრთელობისა და არსებობის რისკი. ამიტომაც ამ პრობლემის აქტუალობა დღითიდღე იზრდება. გარემოს დამაბინძურებელ წამყვან, ერთ-ერთ ძირითად ფაქტორად ყველა ქვეყანაში ითვლება ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი და წარმოების ნარჩენი პროდუქტები. ეკოლოგიური მდგომარეობის შესწავლის მონაცემებმა ქალაქის შუაგულში აჩვენა, რომ ცენტრში ცხოვრება საზიანოა ჯანმრთელობისათვის. ყველგან – ნიადაგში, ფოთლებში, ბალახის გაზონებში. ქვიშაში – პირველი კლასის მძიმე მეტალების შემცველობა – თუთია, ტყვია, კადმიუმი, სპილენძი, ნიკელი, ქრომი, ძალიან მაღალია. ამ ელემენტების დაგროვება კი იწვევს მთელი რიგი სრიოზული დაავადებების განვითარებას. რახელსაყრელი ეკოლოგიური ფატორების გავლენის შედეგად განვითარებულ დაავადებათა რეტროსპექტული და პროპექტული ანალიზი, გარემოს მავნე ფაქტორების შესწავლასთან ერთად, წარმოადგენს აუცილებელ პირობას სწორი პრევენციული და პროფილაქტიკური ღონისძიებების შესამუშავებლად და არის ერთადეთი და ძირითადი ინსტრუმენტი ეკოლოგიური პრობლემების გადასაწყვეტად.


დატოვე კომენტარი

ეკოლოგიური ტექნოლოგიები

30 წელზე მეტი ხნის წინ ქალაქ მაიამიში (აშშ) ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია THEME, რომელზეც გამოითქვა მოსაზრება ეკოლოგიურად სუფთა ენერგეტიკის განვითარებისთვის ყველა ქვეყნის ძალისხმევის კოორდინაციის აუცილებლობის შესახებ. ამ საკითხთა გარშემო კონფერენციების გამართვამ თანდათანობით რეგულარული ხასიათი მიიღო. ისინი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ეწყობა და მათზე ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად ეკოლოგიურად სუფთა ენერგეტიკის განსავითარებლად მიჩნეულია წყალბადის ენერგეტიკის განვითარება. ამ მხრივ ყველაზე დიდ პროგრესს ისლანდიამ მიაღწია. ამ ქვეყანაში მიმდინარეობს სამუშაოები, რომელთა მიზანია 40 წლის განმავლობაში ორგანული საწვავის თანდათანობითი და სრულად ამოღება ხმარებიდან. იქ ელექტროენერგიის წყაროებია ჰიდროელექტროსადგურები და გეიზერების ცხელ წყალზე მომუშავე თბოელექტროსადგურები. ორგანული საწვავის მაგიერია წყალბადი, რომელიც ძირითადად წყლის ელექტროლიზით მიიღება. საწვავად წყალბადის გამოყენების საკითხში კაცობრიობის მიერ დაგროვილი გამოცდილება და ეკოლოგიის უმეტესად აქტუალური პრობლემები იძლევიან იმის საფუძველს, რომ წყალბადის ენერგეტიკის განვითარება პირველ რიგში ორიენტირებული უნდა იყოს ტრანსპორტში მის დანერგვაზე. ტრანსპორტში საწვავის სახით წყალბადის გამოყენება ახლო მომავალში შესაძლოა იქცეს გადაწყვეტად მსოფლიოში დიდი ქალაქების უმწვავესი ეკოლოგიური პრობლემისა – გარემოს, პირველ რიგში კი საჰაერო აუზის დაბინძურებისა. წყალბადის საწვავად გამოყენებისთვის ტრანსპორტში აუცილებელია საკმაოდ იაფი ელექტროენერგიის წყაროს და წყალბადის წარმოების, ტრანსპორტირების და შენახვისთვის მისაღები ტექნოლოგიის ქონა. იაფი ელექტროენერგიის წარმოებისთვის საქართველოს უდიდესი პოტენციალი გააჩნია (ჰიდრო, მზის, ქარის, თერმული, შავი ზღვის ენერგეტიკული რესურსები და ა.შ.), რაც წყალბადის ენერგეტიკის განვითარებისთვის ამ ადგილს მეტად პერსპექტიულად წარმოაჩენს.                                                                                                                                                                                                                                                 “ჰოლოგრამული მზის პანელი”
მაღალი წარმადობის მზის პანელები როგორც წესი ბევრად უფრო ძვირია ჩვეულებრივებთან შედარებით. ზოგ მათგანს სხივის შემკრეფი დიდი ლინზა მოყვება, ზოგსაც ამრეკლი სარკეები და გამაგრილებელი მექანიკური დანართები, რაც საკმაოდ აძვირებსხოლმე მზის პანელებს. ჰოლოგრამული მზის პანელი კი ბევფრად უფრო მჩატე და იაფი კონსტრუქციაა, ის არ საჭიროებს გაგრილებას და ასევე შესაძლებელია შენობაში სამხრეთ მხარეს შუშების მაგივრად გამოყენებაც, რითაც სამონტაჟო ადგილიც იზოგება. მზის პანელისთვის ჰოლოგრაფიის გამოყენებაზე 1980 წლიდან მიდის მსჯელობა და დღესდღეობით ამერიკულმა ფირმამ Prism Solar Technologies განახორციელა ეს იდეა. ჰოლოგრაფიული ფირის საშუალებით სხივი მრავალმხრივ აირეკლება და ერთ ადგილზე კონცენტრირდება. მაგალითისთვის ჰოლოგრაფიული ბრტყელი სურათის დანახვისას იქმნება გამოსახულების 3D მოცულობითი ილუზია. აქედან გამომდინარე ჰოლოგრაფიულ პანელს აღარ ჭირდება მზის მდებარეობის მიხედვით მოტრილალება და მასთან დაკავშირებული მბრუნავი მექანიზმებიც.                                                                                                                                                ჰაერზე მომუშავე ავტომობილი.
პირველი ავსტრალიური ავტომობილი შეკუმშულ ჰაერზე. იგი შექმნილია ავსტრალიური ფირმის Engineair მიერ. ინჟინერმა ანჟელო დი პეტრომ (Angelo Di Pietro) თავის გამოგონებაში შეძლო ძრავის მასის შემცირება და შეკუმშული ჰაერის ძალის სრულად გამოყენება. და შექმნა პნევმატური ძრავი რომელიც საკმაოდ მარტივია და ორჯერ უფრო მძლავრი ვიდრე არსებული ანალოგები.
ამჟამად ამ ავტომობილს იყენებენ საწყობებში ტვირთამწედ, და მისი მონაცემებია: ტვირთამწეობა 500კგ, ჰაერის ბალონები 105ლიტრი ტევადობის. ერთ ჩატვირთვაზე გადის 16 კილომეტრს და ჩატვირთვას უნდება რამოდენიმე წუთი. აკუმულატერების დატენვასთან შედარებით ბევრათ ნაკლები დროა საჭირო. ამ იდეის კომერციალიზაციისთვის კარგი არჩევანი საწყობში მტვირთავად გამოყენება, თუმცა შესაძლებელია სამოქალაქო ტრანსპორტადაც გამოყენება დამატებითი ბალონების შემთხვევაში. თან ელექტრომობილთან შედარებით არც აკუმულატორის და მოტორის სიმძიმე ითხოვს დამატებით ენერგიას და ეკოლოგიურადაც აფსოლიტურად სუფთა გამოგონებაა. აკუმულატორის დაძველების შემდეგ ხო მისი შემადგენელი ტუტე და სხვა ქიმიკატები იგივე დაბინძურების წყაროა. აღარაფერი ითქმის ტრადიციულ საწვავიან ავტომობილებთან შედარებაზე. ერთი სიტყვით მარტივი და გენიალური გამოგონებაა. იმედია ამ მიმართულებით უფრო განვითარდება ტრანსპორტის წარმოება.
ალბათ დამეთანხმებით ჩემო კარგებო…ძალიან საინტერესოა ეს ყოველივე.


დატოვე კომენტარი

ეკოლოგიურად სუფთა თოვლის ველოსიპედი ტურისტებისთვის

თოვლს ნამდვილად შეიძლება ვუწოდოთ ბუნების ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი და საოცარი მოვლენა. სამთ-სათხილამურო კურორტები და მათი შემოგარენი არანაკლებ ტურისტს იზიდავს, ვიდრე რომელიმე ზღვისპირა კურორტი ან მაიამი. მაგრამ ადამიანი — უპასუხისმგებლო არსებაა, და იქ სადაც ტურისტების ჯგუფმა გაიარა, უკეთესი იქნება თუ მენაგვეების მთელ ბრიგადას გავგზავნით. ამას გარდა, ტურისტებს იშვიათად სურთ ფეხით სიარული და სეზონის განმავლობაში მთის კრისტალურად სუფთა ჰაერი დაბინძურებული ხდება.                                                                                                                                   იტალიელი დიზაინერისთვის მიქელე მარინუსთვის (Michele Marin) ეს პრობლემა ცნობილია, და მის საწინააღმდეგოდ სატრანსპორტო საშუალება Human Powered Snow (HPS) Vehicle შექმნა. მანქანა ველომობილის მსგავსია, რომელიც თოვლიან გზებზე სიარულისთვისაა განკუთვნილი და არა ქალაქის ასფალტისთვის.                                                            კონსტრუქციის სიმარტივე და რაიმე სახის ძრავის არარსებობა მანქანას ნამდვილად ეკოლოგიურად სუფთად აქცევს, მჩატე რეზინის პროტექტორიანი ხვეულები მაღალ გამავლობას უზრუნველყოფს, ხოლო კაბინის არარსებობა მძღოლს სუფთა ჰაერით ტკბობის შესაძლებლობას აძლევს.                                                                                                                                                      ჩემო კარგებო თქვენ იცოდით ამ ყველაფრის შესახებ?


დატოვე კომენტარი

ეკოსახლი

უკანასკნელი 30-35 წლის განმავლობაში განვითარებულ ქვეყნებში რევოლუცია დაიწყო სამშენებლო სფეროში, როცა ბრუნვაში შემოვიდა და დამკვიდრდა ცნებები: ეკოსახლი, მწვანე სახლი, ენერგოეკონომიური და ენერგოეფექტური ნაგებობა და სხვა. თავიდან ეს ტარდებოდა როგორც ეკოლოგიური ღონისძიება, გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირების მიზნით, შემდეგ დაემატა ჯანსაღი სახლის ცნება, ხოლო ბოლო წლებში ენერგო რესურსებზე ეკონომიური მოთხოვნილებაც.
დღეისათვის უამრავი ტექნოლოგია, მეთოდი და მასალაა შექმნილი ეკომშენებლობისათვის. საქართველოში საუკუნეების მანძილზე მშენებლობა დღევანდელი გაგებით ეკოლოგიური ნორმებით ტარდებოდა. მეოცე საუკუნემ მოგვწყვიტა ბუნებრიობას და ოცდამეერთეშიც მისი ინერციით მივექანებით…

ხომ გსურთ დღეგრძელობა და ჯანმრთელობა თქვენთვის და თქვენი შთამომავლებისათვის? მაშინ სერიოზულად იფიქრეთ ჯანსაღ სახლზე…
დღეისათვის ჩვენში ტრადიციულად არსებული სამშენებლო ტექნოლოგიები და მასალები არანაირად არ პასუხობს ეკოლოგიური მშენებლობის პრინციპებს. ხოლო ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით ალბათ ერთი ხელის თითები გვეყოფა უკანასკნელ წლებში აგებულ შენობათა ჩამოსათვლელად, სადაც გათვალისწინებული იქნა ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიები.
ჩვენი საცხოვრებლები (ასევე ოფისები) ნელი მოქმედების ნაღმებია, რომლებიც 10-15 წლით გვიმოკლებს სიცოცხლეს.
პრობლემები იწყება დაპროექტებიდან როგორც კონსტრუქციულ, ისე სამშენებლო და სარემონტო მასალების ასპექტში. მათ დაბოლოებას წარმოადგენს მავნე ნივთიერებების შემცველი მოსაპირკეთებელი მასალები (ფითხები, საღებავები, ლაქები, წებოები).   არსებობს თუ არა დღევანდელ საქართველოში ეკოსახლის აშენების პირობები?