NEW

E K O N I A

რა დაავადებებს იწვევს რადიაციული დაბინძურება?

დატოვე კომენტარი

იტალიურ გაზეთ “Corriere della Sera” – ში, ონკოლოგიის ინსტიტუტის რადიოთერაპიის განყოფილების დირექტორის ინტერვიუ გამოქვეყნდა. სპეციალისტი იმ საფრთხეებზე საუბრობს, რამაც ადამიანის ორგანიზმს რადიაციულმა დაბინძურებამ შეიძლება მოუტანოს.
ის ფაქტი, რომ, ავარიის შემდეგ, იაპონია მოსახლეობას იოდიზირებულ პრეპარატებს ურიგებს, ექსპერტმა შემდეგი მიზეზით ახსნა: “ფარისებრ ჯირკვალს იოდი ესაჭიროება და რათა გამოირიცხოს მის მიერ რადიოაქტიური ნივთიერებების შთანთქმა, რაც ძალიან საშიშია, საჭიროა მიღებულ იქნას იოდიზირებული პრეპარატები. ეს შეამცირებს სიმსივნეთა წარმოშობის რისკს.”
ექსპერტის თქმითვე, რადიაციული დაბინძურება შემდეგი დაავადებების წარმოშობას იწვევს: ლეიკემიას, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში შეიძლება გამოვლინდეს, ასევე კიბოს, რომლის გამოვლინების ვადა გაცილებით უფრო ხანგრძლივია და 10-15 წელზე ვრცელდება. მაგრამ ამ დაავადებების განვითარება ავტომატურად არ ხდება და, რადიაცული დაბინძურების შემთხვევაში, შესაძლოა, არც განვითარდეს – დააზუსტა მეცნიერმა.
როგორც ირკვევა, ყველაზე სარისკო ჯგუფი ემბრიონი და ბავშვებია, რადგან რადიაციამ ორგანიზმში, შეიძლება, მუტაციური ცვლილებები გამოიწვიოს. ბავშვის ორგანიზმის უჯრედები სწრაფად ავადდება და კიბოს განვითარებაც უფრო მალე ხდება, – განმარტავს ევროპული ონკოლოგიის ინსტიტუტის სპეციალისტი.
ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ უკვე გამოქვეყნა გაფრთხილება, რომ ატომური ელექტროსადგურის “ფუკუსიმა-1” – ის ავარიასთან დაკავშირებით, თვითნებურად არავინ მიიღოს იოდის პრეპარატები. ამ განცხადების მიზეზი კალიუმის იოდიდსა და სხვა იოდიზირებულ წამლებზე გაზრდილი მოთხოვნილება გახდა, რამაც წყნარი ოკეანის სანაპიროს და სხვა ქვეყნებში ასეთი ტიპის წამლების მარაგის დეფიციტი გამოიწვია.

Leave a http://www.youtube.com/watch?v=I2DWJqnpztYReply