NEW

E K O N I A


3 Comments

მას დაცვა სჭირდება….

ტყე გეოგრაფიული ლანდშაფტის ნაწილია, იმ ხეების, ბუჩქებისა და ბალახების, აგრეთვე – ცხოველებისა და მიკროორგანიზმების ერთობლიობა, რომლებიც თავიანთი განვითარების პროცესში ურთიერთდაკავშირებულნი არიან ბიოლოგიურად და ახდენენ ზეგავლენას როგორც ერთმანეთზე, ასევე გარემოზეც.

ტყე დედამიწის ეკოლოგიურ სისტემათა მთლიანი კომპლექსისთვის გლობალური და სასიცოცხლო ფაქტორია. ის დედამიწაზე ცოცხალი ნივთიერების ერთ-ერთი აკუმულატორია, რომელიც აკავებს ბიოსფეროში მთელ რიგ ქიმიურ ელემენტებსა და წყალს, აქტიურად ურთიერთქმედებს ტროპოსფეროსთან და განსაზღვრავს ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის ბალანსის დონეს. ბიოსფეროში ჟანგბადის 60%-ზე მეტს გამოყოფს ხმელეთის მცენარეულობა და მისი მთავარი კომპონენტი – ტყე. თურმე 1ჰა შერეული ტყე წელიწადში 13-17 ტ ნახშირორჟანგს შთანთქავს და 10-15 ტ ჟანგბადს გამოყოფს. ის მრავალრიცხოვანი რესურსის (მერქნის, ქერქის, ტოტების, ფოთლის, ნაყოფის, თესლის, სოკოს…) უმდიდრესი წყაროა. უკეთ, თვითონვეა უმდიდრესი ბიოლოგიური რესურსი, რომელსაც აღდგენის უნარი ახასიათებს და, ამასთანავე, აქვს დიდი წყალშემნახავი, ნიადაგდაცვითი, კლიმატმარეგულირებელი, სანიტარულ-ჰიგიენური მნიშვნელობა, ამიტომაც ტყის დაცვასა და მის რაციონალურ გამოყენებას უდიდესი სახელმწიფოებრივი, სამეურნეო და სასიცოცხლო მნიშვნელობა უნდა ენიჭებოდეს. მას დაცვა სჭირდება…..


დატოვე კომენტარი

ტაილანდიც ეკოლოგიური პრობლემის წინაშე დგას…

მაპ-ტა-პჰუტი, ტაილანდი – სოფლის მაცხოვრებლები წვიმაში სიარულს ერიდებიან – ამბობენ, რომ წვიმის წყალი კანს უწვავს და თმის ცვენას იწვევს. ღამით სუნთქვაც უჭირთ, რადგან, მათი თქმით, ფაბრიკები ტოქსიკურ გამონაბოლქვს გარეთ სწორედ ამ დროს უშვებენ. მოსახლეობა შეშინებულია, ვინაიდან, კვლევების შედეგების თანახმად, მათი მშობლიური სოფელი ონკოლოგიური დაავადებების უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. ტაილანდიც ეკოლოგიური მწვავე პრობლემის წინაშე დგას.


3 Comments

“ლამაზი ბუნება…” ნ.კაპანაძე

ყოველდღიური ფიქრები ადამინს ღრღნის და აუბედურებს, უბრალოდ  წარმოიდგინეთ ფიქრი ჩვენი გარემოსი….წარმოდგინეთ იგი მარტო , განადგურებული და ამასთან ერთად ჩვენი მომტირალი სახეები ბოლოს რა გასაოცარ სილამაზეს ბადებს ჩვენში. რა ლამაზია , რა ნათელია და რა მშვიდია….

                                  “  ბუნება ჩემო ლამაზო ფერო

                            ბუნებავ მშვიდო და ყოვლის მთქმელო

                            ბუნების დღენო და ჩვენო ერო,

                            სიცოცხლის ფერო და ბევრის მთქმელო…

                      


დატოვე კომენტარი

ეს მართლაც სილამაზეა…

როდესაც ამ სილამაზეს შეხედავთ

დარწმუნდებით რომ აქ სიცოცხლეა

ერთი კიდევ

ამის შემდეგ კი ნახავთ მშვენიერ სიზმარს..

მართლაც მშვენიერს

ნახეთ რა სილამაზეა


დატოვე კომენტარი

“სიცოცხლე ბაღისა” ნ.კაპანაძე

იქ სამყაროა „სიცოცხლე ბაღისა“

ბაღს, ისევე როგორც აყვავებულ მცენარეს გარემოსთან ეკოლოგიური წონასწორობა სჭირდება. ჯეროვანი ყვავილობა და მოსავალი ნიადაგის, წყლისა და ადამინის ზემოქმედების მკაცრად პროპორციული თანაფარდობით შეხამებას მოითხოვს. ეს  ყოველივე სიცოცხლისუნარიანობას ბადებს მასში ანუ გარემოს ეკოლოგიური  სილამაზის და ასევე “სიცოცხლე ბაღის” შენარუნებაში. რა რის ეს?  ეს არის ყველაფერი  სიცოცხლისა და იმ სამყაროსი რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ამინ!


დატოვე კომენტარი

ეკოლოგიურად სუფთა სამგზავრო ტრანსპორტი

როგორც ვიცით საქართველოში და არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ისევ და ისევ რჩება ეკოლოგიური  პრობლემები განსახილველი.  ამასთან ერთად  ერთ-ერთ ეკოლოგიურ პრობლემას წარმოადგენს “სამგზავრო ტრანსპორტი” ალბათ დამეთანხმებით. 

თავისი კონცეპტით Cristal ფრანგი დიზაინერი დიდიე მანდარი (Didier Mandart) ეთანხმება იმას, რმ თანამედროვე საავტომობილო წარმოების ორი მთავარი პრობლემა — ეკოლოგიურად მავნე საწვავი და მანქანების ძალიან დიდი ზომებია. განსაკუთრებით სერიოზულად ეს პრობლემები ქალაქის პირობებში იჩენს თავს.

ამიტომ, ახალი კონცეპტი Cristal მოკრძალებული ზომებით გამოირჩევა, ძარის სიგრძე სულ რაღაც 3 მეტრია, სალონში ექვსი ადამიანი ეტევა. მანქანა ელექტროძრავით მოძრაობს, არ გამოიმუშავებს მავნე გამონაბოლქვებს და სავარაუდოდ არც ხმაურობს.

ამასთან, Cristal ავტონომიური სატრანსპორტო საშუალების რეჟიმშიც შეუძლია მუშაობა, როგორც ტაქსს, მაგრამ მათი გაერთიანებაც შეიძლება რამოდენიმე მანქანის კოლონის სახით და პატარა მატარებლის მსგავსი შემადგენლობა მიიღება. რაღაც მსგავსი უკვე იყო კონცეპტში Renault Runner, მაგრამ აქ ყველაფერი გაცილებით უფრო ელასტიურადაა რეალიზებული.


დატოვე კომენტარი

იაპონელები ციფრულ და “ეკოლოგიურ” ტელევიზორებზე გადადიან

ასოციაციის Japan Electronics and Information Technology Industries Association (JEITA) მონაცემების მიხედვით, ნოემბერში იაპონიის ბაზარზე 1.53 მლნ ბრტყელპანელიანი ტელევიზორი იყო. ეს 55,9%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის ნოემბერში.

თხევადკრისტალური ტელევიზორების სეგმენტში ეკრანის დიაგონალით 30-დან 36 დიუმამდე ზრდამ 63,1% (527 ათასამდე ცალობით) შეადგინა. 37 დიუმიანი დიაგონალის და მეტის მქონე მოდელების მიწოდება 51,4%  გაიზარდა.

მეტი მოთხოვნა ციფრულ ტელევიზორებზე შეიმჩნევა, აგრეთვე ე.წ. “eco-friendly” (ეკოლოგიური გარემოსადმი მეგობრულად განწყობილი) მოდელებზე. ეს არც არის შემთხვევითი. იაპონია და კორეა ანალოგურ ტელემაუწყებლობაზე უარის თქმას უკვე 2010 წლისთვის გეგმავენ. ამას გარდა, წყარო აღნიშნავს, რომ იაპონიაში გაშვებულია პროგრამა Eco Point, რომელიც გარკვეული ენერგოეფექტური მოწყობილობების შემძენთ საშუალებას აძლევს დააგროვონ ქულები, რომლებიც შემდგომში სხვა სერვისებსა და პროდუქტებზე შეიძლება გაიცვალოს.


დატოვე კომენტარი

ეკო თმა :)

ხშირია თმის მტვრევადობა, მისი ნელი ზრდა და თმის ცვენა. ეს ყველაფერი არაკეთილისმყოფელი ეკოლოგიური მდგომარეობით არის განპირობებული, კვებისას აუცილებელი მიკროელემენტებისა და ვიტამინების ნაკლებობაა, აგრეთვე ჩვენ გარშემო ცხოვრების დაძაბული რეჟიმია, რასაც ყოველდღიურად სტრესულ მდგომარეობამდე მივყავართ.


დატოვე კომენტარი

თეფში პლასტმასის “ბიჭი და გოგო”

თეფში, ჯამი პლასტმასის  ორიგინალური ფორმის და ნათელი ფერების ჭურჭელი ხალისიანს ხდის კვების პროცესს. დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან.

ხომ საინტერესოა? : )))


დატოვე კომენტარი

ეკოლოგიურად სუფთა საფარი

პოლიმერული საფარი შეიძლება ჭურჭლის სარეცხ საშუალებად გამოდგეს

წარმოიდგინეთ, რა კარგი იქნებოდა, სადილის შემდეგ ჭუჭყიანი თეფშების, ქვაბების, ტაფებისა და სხვა ჭურჭლის ბაკანში ჩაყრა და ყოველგვარი სარეცხი საშუალებებისა და დიდი ფიზიკური ძალის ხარჯვის გარეშე უბრალოდ წყლის გადავლებით გარეცხვა რომ შეგეძლოთ.

მეცნიერები ახლა სპეციალურ პლასტიკურ საფარზე მუშაობენ. ამ საფარის წყალობით შეიძლება მართლაც დადგეს დრო, როცა ჭურჭელი, სარკეები სააბაზანოში და ფაბრიკაში დამზადებული მოწყობილობაც კი სუფთა წყლით გარეცხვის შემდეგ ბზინვას დაიწყებს.

ეს ახალი მასალა არამხოლოდ მათ მოეწონებათ, ვინც ოჯახში ჭურჭელს რეცხავს ხოლმე, არამედ ეკოლოგებსაც, რომლებსაც ძალიან აწუხებთ კანალიზაციის მილებში დიდი რაოდენობით ჩამდინარე სარეცხი საშუალებები. კანალიზაციის წყლებში დიდი მოცულობით დაგროვების შემთხვევაში, სარეცხმა საშუალებებმა, სხვა შედეგებთან ერთად, შეიძლება წყალმცენარეების გამრავლებასაც შეუწყოს ხელი.

“ჩვენი მიზანია სარეცხი საშუალებების ფორმულიდან საპონი ამოვიღოთ”, – ამბობს ინდიანას შტატის უესტ ლაფაიეტის პერდიუს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მასალების შემუშავების დარგში ჯეფრი იანგბლადი.

ექსპერიმენტების ადრეულ ეტაპზე დოქტორი იანგბლადი და მისი კოლეგები საფარს შუშის ზედაპირზე ქიმიური საშუალებებით აკრავდნენ, მაგრამ ახლა სითხეებისთვის სპეციალურ პოლიმერულ დანამატებზე მუშაობენ. პულვერიზატორში მოთავსებული ასეთი სითხე სარკეებისა და სათვალეების გასაწმენდად იქნება გამოყენებული.

მეცნიერები ასეთ საფარს თვითრეცხვადს უწოდებენ, რადგან ამ მასალით დაფარული ზედაპირი ცხიმის ნარჩენების მოშორების საქმეს ძირითადად თვითონვე ასრულებს. “ცხიმი წვეთებად გროვდება, წყალი ზეთს ქვემოდან ადგება, ზედაპირზე სწევს, რის შემდეგაც ადვილად გადაირეცხება”, -ამბობს დოქტორ იანგბლადის ჯგუფის წევრი და მკვლევარი კირსტენ ჯენსონი.

პროფესორი პოლიმერული მასალების დარგში და მასაჩუსეტსის ტექნიკური ინსტიტუტის მასალებისა და საინჟინრო ცენტრის დირექტორი მაიკლ რაბნერი ამბობს, რომ ასეთი საფარის შექმნა მახვილგონივრული მიგნებაა.

“ჯეფმა ზედაპირზე მოლეკულების დაჯგუფების ისეთ საშუალებას მიაგნო, რომ ზედაპირი თვითონ იწმინდება და ცხიმს არ იკრავს”, – თქვა მან.

ქიმიკოსი და ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი უილიამ ბრიტენი ამბობს, რომ დოქტორ იანგბლადის მიერ შექმნილი საფარი ნაწილობრივ იმიტომაც არის ეფექტური, რომ ცხიმს არ იკრავს.

ჩვეულებრივი საშუალებებით რეცხვის დროს, ცხიმი და ზედაპირზე დაგროვილი ჭუჭყი საპნის საშუალებით წყალში ემულსიასავით იხსნება, წყალი კი შეფერილობას იძენს. დოქტორ იანგბლადის ყოფილი სტუდენტი ჯონ ჰაუატერი ამბობს, რომ ახალი საფარის მეშვეობით შესაძლებელი გახდება საპნის გარეშე ცხიმის წყლით მოშორება. ბატონო ჰაუატერი დოქტორ იანგბლადის ჯგუფში მუშაობდა, ახლა კი მერილენდის შტატის ქალაქ გეითერსბერგის სტანდარტებისა და ტექნოლოგიების ეროვნულ ინსტიტუტში აგრძელებს სწავლას. “ცხიმი ზედაპირს თვითონ მოსცილდება”, – თქვა მან.

პერდიუს ჯგუფის მიერ შექმნილი თვითრეცხვადი საფარი გრძელ ჯაჭვებად გადაბმული პოლიმერებისაგან მზადდება. კოლორადოს გოულდენის მაღაროების სკოლის ქიმიის ასისტენტ პროფესორი სტივენ ბოისი ამბობს, რომ შეიძლება ჯაჭვის ისე შექმნა, რომ ყოველ მის ნაწილს განსხვავებული თვისებები ჰქონდეს. ერთი ნაწილი ტეფლონის მსგავსი იქნება, რაც ცხიმის წვეთებად დაგროვებას შეუწყობს ხელს, სხვა ნაწილი კი წყალს ცხიმის გადარეცხვაში დაეხმარება.

დოქტორი ჰაუარტერის თქმით, პერდიუს მკვლევარები ცდილობენ საფარი ფილტრებსა და მემბრანებზეც გამოიყენონ, რომ წყალში დაგროვილი ცხიმი შეგროვდეს, წყალი კი ჩაირეცხოს. ასეთი მემბრანები შეიძლება დიდი რაოდენობით დაღვრილი ცხიმის ასაწმენდად, ან წყლის გასასუფთავებლად იქნას გამოყენებული.

მსგავსი საფარი შეიძლება გამოყენებულ იქნას ჭიქებზე, ავტომანქანების საქარე მინებზე ან სააბაზანოს სარკეებზე, რომ ისინი არ შეიორთქლოს და ადვილად გასაწმენდი გახდეს. “როცა ადამიანი შხაპს მიიღებს”, – აგვიხსნა დოქტორმა ჯენსონმა, – “ჩვენი საფარით დაფარული სარკე არ დაიორთქლება”.

ასეთ შემთხვევებში, წვეთების წარმოქმნის ნაცვლად წყალი ზედაპირს ერთი მთლიანი თხელი ფენით ფარავს და ეს ფენა მხედველობას ხელს არ უშლის. სარკე ჩვეულებრივად სუფთა ჩანს და ადამიანი მასში თავს შეუფერხებლად ხედავს.

ასეთი სარკე რომ დალაქავდეს, ლაქა უფრო ადვილად მოსცილდება, რადგან ის უშუალოდ სარკეს არ ეკვრის. “ლაქა ჩვენ საფარს ედება”, – თქვა მან და დასძინა, რომ ამიტომაც არის ადვილი გასაწმენდი.

დოქტორი იანგბლადი ამბობს, რომ ამჟამად საფარებისა და დანამატების საკითხს სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებთან იხილავს. “ალბათ სხვადასხვა სახის ცვლილებების მოვახდენთ”, – თქვა მან. ეს ცვლილებები შეიძლება იმაზე იყოს დამოკიდებული, თუ რისთვის იქნება გამოყენებული პროდუქცია, ფანჯრების საფარად და გასაწმენდად, თუ ლაქის მოსაშორებლად.

ერთი წინადადება ჩვენც გვაქვს: გამოიგონეთ მუდმივი თვითრეცხვადი საფარი ჩვენი კბილებისათვის. ასეთ შემთხვევაში, ჭურჭლის რეცხვასთან ერთად კიდევ ერთ მომაბეზრებელ საქმეს მოვიშორებთ თავიდან, კბილების ყოველდღიურ ხეხვას.


დატოვე კომენტარი

კოსმეტიკის ეკოლოგიურად სუფთა შეფუთვა

ეკოლოგიურად სუფთა კოსმეტიკის მომხრეები დღეს უკვე ითხოვენ, რომ ყველაფერი (თმის ჟელედან დაწყებული ფრჩხილის ლაქით დამთავრებული) მხოლოდ შიგთავსის მხრივ კი არ უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა, არამედ გარსითაც.

მათი აზრით, სიცოცხლის ციკლი მხოლოდ მათი სახის კანის ელასტიურობით კი არ არის განპირობებული, არამედ იმითაც, თუ რა გზას ნახავს თვალის შუქ-ჩრდილის დაცარიელებული კოლოფი, ან კიდევ სად აღმოჩნდება შამპუნის ნახმარი ბოთლი ნაგვის ყუთში გადაძახების შემდეგ?

შარშან, მინტელის ბაზრის კვლევის მიზნით ჩატარებული გამოკითხვისას 25-დან 34 წლამდე ასაკის ქალები იქნა გამოკითხული. ხუთიდან ერთი რესპონდენტი მაინც აღნიშნავდა, რომ სხეულის ლოსიონის ეკოლოგიური შეფუთვა მათთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ამ პროდუქტის გამაახალგაზრდავებელი თვისებები. 2008 წლის მინტელის გამოკითხვისას გაირკვა, რომ ქალების 40 პროცენტისათვის კოსმეტიკის ყიდვისას ხსენებული შეფუთვა გადამწყვეტ როლს თამაშობდა.

ბამბუკისაგან დამზადებული პინები, ქაღალდი, რომელსაც ფირმა “ფიზიშნს ფორმულა” იყენებს, ფირმა “ავედას” სახის კრემის სპეციალური მეორადი გადამუშავების მასალისაგან შექმნილი ჭურჭელი თუ “პანგეა ორგანიქსის” საპნის შესაფუთი, ამარანტის თესლით მოოჭვილი ქაღალდი (მიწაში ჩარგვისას იგი იკვირტება კიდეც).

წარმოებაში მსგავს მასალას “ეკოლოგიურად მდგრადი” ეწოდება. ამ ყველაფრის მიზანი არის ბუნებრივი რესურსების უფრო რაციონალურად გამოყენება. ეს ყველაფერში შეიძლება გამოვლინდეს, თუნდაც ენერგიის რა ფორმას ირჩევს კომპანია შესაფუთი მასალის დამზადებისას და იყენებს თუ არა ეკონომნათურებს.

«ყველასთვის ნათელია, რომ შესაფუთი მასალით კოსმეტიკური პროდუქცია ზედმეტად არის ხოლმე გადატვირთული, – ამბობს სტარ ვართანი, რომელიც ბლოგ “EEco Chic Guide to Life” უძღვება (ბლოგი ეკოლოგიურად სუფთა კოსმეტიკასა და მოდის შსაკითხებს ეხება), – კოსმეტიკური ჭურჭლის გარდა კოლოფში პლასტიკატიც არის და მუყაოც. ტრანსპორტირებისას კი საქონელი ისე იფუთება, რომ არანაკლებ 16 ფენა უნდა შემოაცალო. მავნე გამონაყოფები მომხმარებელს ლამის ცხვირპირში სცემს..”

გარემოს დაცვის სააგენტოს მონაცემთა მიხედვით, შესაფუთი მასალა ყოველწლიურად ნაგვის ერთ მეოთხედს შეადგენს, ამ ფაქტს დიდმა თუ პატარა კომპანიამ დღეს ანგარიში უნდა გაუწიოს.

“ესტე ლაუდერის” კორპორაციამ, რომელიც 28 ბრენდს მოიცავს (მათ შორის “ორიჯინსსა” და “ავედას”), ეკოლოგიურად მდგრადი შეფუთვა უკვე პრიორიტეტად აქცია თავის კომპანიაში.  ძალიან საინტერესოა…. : )


დატოვე კომენტარი

სტადიონი მზის ენერგიაზე “ეკოლოგიურად სუფთა”

სტადიონი ტაივანში მთლიანად  მზის ენერგიაზე მუშაობს, სულ სტადიონზე დამონტჟებულია  8844 მზის ენერგიის პლასტინა,  რის შედეგედაც სტადიონს აქვს უდიდესი ელექტროენერგია და რაც მთავარია  ეკოლოგიურად სუფთაა.


დატოვე კომენტარი

მადნეული – დაბინძურების წყარო

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მაისში მდინარე მაშავერაში სხვადასხვა  მძიმე ლითონების კონცენტრაცია 4-ჯერ და მეტჯერ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას. მდინარე მაშავერას ადგილობრივი მოსახლეობა სარწყავად იყენებს, რამაც მძიმე ლითონების სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებში გადატანა გამოიწვია, რაც დაადასტურეს გერმანელმა მეცნიერებმა.  მაშავერას არხით მორწყული ხილი და ბოსტნეული თბილისის ბაზრობებშიც იყიდება, დაბინძურების წყარო კი, გარემოსდამცველებისა და გერმანელი მეცნიერების აზრით, მადნეულია.


დატოვე კომენტარი

სან ფრანცისკოდან ავსტრალიამდე პლასტმასის ბოთლებით

კარგად მოგეხსენებათ რომ პლასტიკატი მსოფლიო ეკოლოგიის დიდი პრობლემაა. ეს იმიტომ რომ ის არ გადამუშავდება, მისი დაწვისას კი ჰაერი ბინძურდება სიცოცხლისათვის საშიში ნივთიერებებით. მხოლოდ ამერიკის მოსახლეობამ იუკვე გამოიყენა 8.7 მილიარდი ბოთლი. მისი მეორადი გამოყენება ფაქტობრივად არ ხდება და ნაგვის სახით გვევლინება მთელს დედამიწაზე. მეორადი გადამუშავების პრობლემის გადაწყვეტაზე ფიქრი დაიწყო David de Rothschild-მაც, ბრიტანელმა ბანკირმა და თავგადასავლების მაძიებელმა და საკმაოდ ეფექტური იდეა მოიფიქრა და განახორციელა კიდეც. წარმოგიდგენთ მის მიერ შექმნილ ნავს. ნავი შედგება 12,500 უკვე გამოყენებული და გადაყრილი პლასტმასის ბოთლებისაგან. ბოთლების ერთ ნავად შესაკრავად გამოყენებულია სხვადასხვა ორგანული ნივთიერებები. წებოდ გამოყენებულია ქეშიუ – თხილის ერთერთი სახეობა. ამ ნავით 4 თვე იცურეს David de Rothschild-მა და მისმა მეგობარმა სან ფრანცისკოდან ავსტრალიამდე. ნავის შემქმნელი მისიაა შეცვალოს საზოგადოებაში დამკვიდრებული აზრი იმის შესახებ, რომ ამ ბოთლების მეორადი გამოყენება შეუძლებელია.


დატოვე კომენტარი

ბეტონის გამოქვაბულები და მწვანე ქალაქები

 

ჩვენ იმდენად მიჩვეულები ვართ, რომ თბილისის არქიტექტურული გარემოს 70-80% კორპუსებისგან შედგება, რომ ვერც ვაცნობიერებთ ამ ფაქტის გავლენას ცხოვრებაზე. საბჭოთა დროს აშენებული ეს ბლოკები არა მხოლოდ ესთეტიურად ანადგურებენ ქალაქის სახეს, არამედ ასევე ებრძვიან ეკოლოგიას და უარყოფით გავლენას ახდენენ ახალგაზრდა თაობების ფსიქოლოგიაზე. ჩაბნელებულ ნაცრისფერ ბეტონში გაზრდილი ბავშვი გაცილებით უფრო მიდრეკილია ეგოიზმისკენ (“გარეთ რამის საშოვნელად და გამოქვაბულში მოსატანად გასვლა”), უსაქმურობისკენ (“ბირჟა”) და ნგრევისკენ (კორპუსისგან შემდგარი ქალაქის ბრძოლის ველად წარმოდგენა გაცილებით ადვილია); ეკოლოგიის მხრივ ასეთი ქალაქები მასში მცხოვრებლების ჯანმრთელობას თანდათანობით სპობს; ვიზუალურ მხარეს კი არც აღვნიშნავ.

ეს უკვე თავისთავად დიდ პრობლემას წარმოადგენს, როდესაც სასურველი სახის ქალაქებთან შედარებაზეა ლაპარაკი, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში განვითარებულ მსოფლიოში უკვე მასშტაბური სახე მიიღო “ეკოლოგიური ქალაქის” პროექტებმა, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია მათთვის, ანუ ორმაგი ჩამორჩენა ჩვენთვის. თბილისური კორპუსების არქიტექტურულად ესთეტიური შენობებით შეცვლა — რომელიც ისედაც წარმოუდგენელი ხანგრძლივობის და ხარჯების პროექტი იქნებოდა — ახლა საკმარისი არ იქნება იმისათვის, რომ ეკოლოგიურ ტენდენციებს ავუწყოთ ფეხი. არადა, ზუსტად თბილისისმაგვარი ქალაქებისთვისაა ყველაზე სასარგებლო ასეთი განვითარება – თბილისი არასდროს ყოფილა მეგაპოლისური სტილის არქიტექტურის ქალაქი და ყოველთვის ახლოს იყო ბუნებასთან გეოგრაფიულად. მწვანე პროექტები, ჯანმრთელი მასალისგან ნაშენი სახლები, ეკოლოგიური ტრანსპორტი და საბოლოო ჯამში ქალაქის მთლიანად ეკოლოგიურ/ბუნებასთან შერწყმულ სახეზე გადაყვანა — თბილისის, როგორც მყუდრო ქალაქის სტილის შენარჩუნებასთან ერთად — უდიდეს სარგებელს მოუტანდა მას (და შედეგად მთელს ქვეყანას, თბილისის დემოგრაფიული ფაქტორისგან გამომდინარე) ზემოთ აღნიშნულ მიმართულებებში. ეს იქნებოდა ჯანმრთელი ქალაქი ჯანმრთელად მოაზროვნე ადამიანებით, რომლებიც არა მხოლოდ “საშოვნელად” და “გადასარჩენად” იცხოვრებდნენ, არამედ რეალურად იზრუნებდნენ ქალაქზე და მომავალ თაობებსაც ასე გაზრდიდნენ. გაიზრდებოდა ქალაქის და მისი მაცხოვრებლების თვითშეგნება, გემოვნება და ფილოსოფიური დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ. თვითშეფასების მატება კი გამოიწვევდა მოთხოვნების მატებას იმათ მიმართ, ვინც ცხოვრების დონეს განსაზღვრავს – ასეთ ქალაქში მაცხოვრებელი თავის ბედს კორპუსებივით “მოაზროვნე” პოლიტიკოსებს აღარ ანდობდა. ერთი სიტყვით, თბილისის თანამედროვე ესთეტიური და ეკოლოგიური არქიტექტურის ქალაქად გადაქცევა დღევანდელი საქართველოს ფუნდამენტური პრობლემების დიდ ნაწილს მოაგვარებდა.

ხშირად რაც უფრო მეტი დადებითი მოაქვს ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, მით უფრო რთულია — და მით მეტ ხარჯებს ითხოვს – მისი რეალიზება. თბილისის ესთეტიურ-ეკოლოგიურ ქალაქად გადაქცევა ამის საუკეთესო მაგალითია. ამ დროს — სხვა ყველა ფაქტორის არსებობის შემთხვევაშიც კი — ალბათ კიდევ რამდენიმე თაობა ვერ მოესწრება.