NEW

E K O N I A

რა გზით შეიძლება არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ხალხის წახალისება?

დატოვე კომენტარი

საქართველო განათებულია ქართველი ერით. მაგრამ , არავინ თქვას , რომ ცხოვრება ადვილი იყო არის და იქნებაო…ეს არავინ იცის. მოხარული ვარ, რომ ვწერ ხალხზე, რომელებიც მოუთმენლად ელიან იმ პერიოდს, სადაც საარჩევნო წუთები შემოაბიჯებს, ყველაფერი საინტერესოა რაც ჩვენს ქვეყანას ეხება, ასე არაა ქართველებო? ნურავის აშინებს ნურაფრის მოლოდინი, არავის შეეშინდეს იმ გზის , რომელიც გასავლელი აქვს და ბოლოს ვიტყოდი არ შეგეშინდეთ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. წინაპერიოდი რთულად აღსაქმელია ყველასთვის , აქედან გამომდინარე არსებობს სხვადასხვა მოსაზრები : ხალხის გარკვეული ნაწილი თვლის რომ არაა ვალდებული საკუთარი აზრი დააფიქსიროს, მეორე ნაწილი ფიქრობს რომ ვალდებულნი არიან მათი აზრი დააფიქსირონ. ნუთუ ასე გაშინებთ საკუთარ ქვეყანაში მტკიცე გადაწყვეტილების მიღება?, მიმოიხედეთ ძნელია ყველაფერი, წარსულმაც , რომ არ მიგითვისოთ მყარად იდექით იმ გზაზე , რომელშიც დიდი ხანია მონაწილეობთ…. ჩვენი თემის სათაური შემდეგში მდგომარეობს რა გზით შეიძლება არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ხალხის წახალისება? რა კითხვას ნიშნავს, გზა სხვადასხვაგვარს , არჩევანი საბოლოოს , მონაწილეობის მიღება (სავალდებულოს, სურვილისამებრს) და ხალხი იმ მნიშვნელოვანს ნიშნავს რისთვისაც მარტოდ მყოფი გამჭვირვალე ყუთები ელიან სუფთა არჩევანს. ხალხს წახალისება მართლაც სჭირდებათ, ამ ცხოვრებიდან გამომდინარე, მეც მჭირდებოდა წახალისება , მერე რა რომ 18 წლის ვარ, არც მე მაქვს დალხენილი ცხოვრება და თამამად შემიძლია ვთქვა , რომ ამ თემის წერის დროს სხვაზე არაფერზე მეფიქრება გარდა იმისა რომ ის ერთი უცნობი ყოველთვის ცდილობს სიახლის შემოტანას, იმ უცხომ ჩვენ ეს თემა შემოგვთავაზა, წავხალისდი და მეც წერას შევუდექი , ჩემი იდეაც იმაში მდგომარეობს, რომ ასე უნდა შეგვეძლოს საინტერესო აზრებში მოგზაურობა და მათი განხორციელება. რაც შეეხება წახალისების თემას ეს ძალიან მარტივია , ის რომ ჩვენს ერს სრულად დაუმტკიცო რაიმე საშუალება თანხის მხრივ ან სხვა რაიმე დახმარების მხრივ ეს შეუძლებელია, დღესდღეობით არ არსებობს ის სიტყვა რომ ყველა ერთად ყველას გაახარებს…იმიტომ , რომ ჩემამდე მაინც არ მოვა ის გახარება ვიცი..ეს ასეა მტკივნეულია , მაგრამ რას ვიზავთ ცხოვრება ცხოვრებაა…თავად უნდა შევძლოთ ერთმანეთის გახარება უბრალოდ ერთადერთი საშუალებაა “სულის სისუფთავე და ჯანსაღი სიტყვა “ მხოლოდ და მხოლოდ სულიერი სისუფთავე თუ წაახალისებს ჩვენს ერს. ნდობა და პატივისცემა, სიყვარული და თანადგომა, სიკეთე და სიწმინდე ეს ყევლაფერია იმ ცხოვრების დასაწყისი რომელსაც ყველა ელის…სუფთა არჩევანი სუფთა ქვეყანაში სისუფთავის და სიძლიერის დამწყები ეტაპია…

Leave a http://www.youtube.com/watch?v=I2DWJqnpztYReply