NEW

E K O N I A


1 კომენტარი

ნიუ იორკის ახალი ეკოლოგიური ტაქსები

ნიუ იორკი მალე თავისი ტაქსოპარკის განახლევას დაიწყებს და ძველი ავტომობილების შესაცვლელად, ქალაქის ხელისუფლებას ტენდერი აქვს გამოცხადებული, რომელში გამარჯვებულიც, ”დიდი ვაშლის” ერთ-ერთი სიმბოლოს წარმოების უფლებას მიიღებს.

  ტაქსი ჩვენი მასობრივი სატრანსპორტო სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია და ჩვენ გვინდა, რომ ქალაქისთვის ახალი ტაქსი შევქმნათ, რომელიც უფრო უსაფრთხო, ეკოლოგიური და კომფორტული იქნება, ვიდრე ის მანქანები, რომლებიც ამჟამად გაგვაჩნია”, – ამბობს ქალაქის მერი მაიკლ ბლუმბერგი.


დატოვე კომენტარი

პარტნიორობა გარემოს დაცვისთვის

” პარტნიორობა გარემოს დაცვისთვის”  უპირველეს ყოვლისა ითვალისწინებს ავტომობილის გამონაბოლქვისაგან  ეკოლოგიური  საფრთხის, რისკების და სედეგების მინიმიზირებას და თვლის, რომ ასეთი მიზნის მიღწევა შეუძლებელია პარტნიორული საქმიანობის გარეშე.  ავტომობილის გამონაბოლქვისაგან

ეკოლოგიური საფრთხის შესახებ  საზოგადოების ინფორმირებულობა ( ავტომობილი რომელსაც გააჩნია გაუმართავი  საწვავის წვის მექანიზმი  წარმოადგენს განსაკუთრებულ საფრთხეს გარემოსთვის, რადგან არასრული წვის დროს ხდება  დასასვებზე მეტი კონცენტრაციის co-ს გამოყოფა


დატოვე კომენტარი

ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი – ტრამვაი



თბილისში უკვე მუშაობენ პროექტზე,  რომელმაც ჯამრთელობისთვის  მავნე გამონაბოლქვი 20 % ით  უნდა შეამციროს.  ქალაქში ეკოლოგიორად სუფთა ტრანსპორტი-ტრამვაი  დაახლოვებით სამი წლის შემდეგ  გამოჩნდება.  მოსამზადებელი სამუშაოები  დაწყებულია -დედაქალაქის მერიისა და ფრანგულ მხარის შეთანხმების თანახმად, გენერალური გეგმის შესაქმნელად.  ფართომაშტაბიანი სოციალური კვლევა ჩატარდება. კვლევა და ტრანსპორტის მართვის ახალ პროგრამაზე მუშაობა 2011 წლის დეკემბერში დასრულდება.  დედაქალაქის მერიის ეკოლოგიურად უსაფრთხო ტრანსპორტის განვითარების გეგმა მთლიანად ემთხვევა ევროგაერთიანების ფარგლებში ამოქმედებულ პროექტს- “მერების შეთანხმების” შესახებ.


დატოვე კომენტარი

ეს რა ფერებია?

რომელი საათია ?თერთმეტის ათი წუთია. ის ნეტავ რა ფერებია? ის ხომ ეკოს ფერებია, ის ეკო რა ფერია? კარგი ფერებია? ის მწვანე არის, ეკოს დღეებია, ან კიდევ ეკო რა არის? თქვენ რა აქამდე არ იცით? ან როდის გითქვამს შენ ნიას ფერები? მოდი უცებ გეტყვით ეკონია ვარ და გაგიძღვებით ჩემი ფერებით. კარგი ფერებით? კი სიტყვას გაძლევთ კარგი დღეებით, კარგი ფერებით. ეკონია შემოსულა იცით როგორ ? მწვანე ფერით , მწვანე სიტყვით მწვანედ გიძღვით.


დატოვე კომენტარი

“ვერტიკალური ბაღი”

ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ინიციატივით ავლაბრის მეტროსთან საქართველოში პირველი ვერტიკალური ბაღი გაშენდა. ცოცხალი კედელი ავლაბრის მეტროს სადგურის ფასადზე ცნობილი ფრანგი ბოტანიკოსისა და ლანდშაფტის არქიტექტორის პატრიკ ბლანის პროექტით მოეწყო.

აღნიშნული ბაღის ანალოგი ევროპის ბევრ ქალაქში არსებობს და დეკორატიულ გამწვანებაში ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. თბილისის მერიამ ექსკლუზიური პროექტის განხორციელება 2010 წლის იანვარში დაიწყო.

ხელოვნურად გაშენებული ვერტიკალური ბაღი შენობის წინ მდებარე მდელოდან იწყება. მარადმწვანე და მოყვავილე მცენარეები 107 კვ.მ. ფართობს ვერტიკალურად ამწვანებს.

ვერტიკალური ბაღის გასაშენებლად სულ 104 დასახელების 4 400 ძირი მოყვავილე და მარადმწვანე მცენარე იქნა გამოყენებული. პროექტის ტექნოლოგიით ყველა ეს მცენარე შენობის კედელზე საგანგებოდ მოწყობილ თექაშია განთავსებული. თექის ქვეშ არსებული მიწის ხელოვნური მორწყვის სისტემა მცენარეებისთვის სასუქისა და წყლის მიწოდებას ავტომატურ რეჟიმში უზრუნველყოფს. ნარგავები ყველა სეზონზე სხვადასხვა პერიოდულობით გაიხარებს.


1 კომენტარი

“პოლიეთილენის პარკები”

საქართველოში და არამარტო საქართველოში , მთელს მსოფლიოში აქტუალურ თემად რჩება გარემოს დაბინძურების საკითხი. ხალხის შეგნებაში კვლავ აღმოუფხვრელი დარჩა დაუდევრად ნაგვის დაყრა, მათგან განსაკუთრებულ საფრთხეს ქმნის პოლიეთილენის პარკები. აღსანიშნავია რომ ისინი დიდი რაოდენობით გამოიყენება საყოფაცხოვრებო გარემოში, იაფი ჯდება მისი წარმოება მაგრამ უარყოფითი თვისებაც გააჩნია. მისი გადაგდების შემთხვევაში წლების განმავლობაში არ იხრწნება, მიწად არ იქცევა და დაწვის შემთხვევაში გამოყოფილი ნივთიერებები ჯამრთელობისთვის საკმაოდ საშიშია.ცელოფნის პარკები აბინძურებს ბუნებას და საფრთხეს უქმნის ბიომრავალფეროვნებას! აუცილებელია გამოინახოს რეალური საშუალებები ერჯერადი ცელოფნის პარკებით მიყენებული ზიანის შესამცირებლად.


1 კომენტარი

მთაწმინდის ულამაზესი ბუნება

ჩემო მკითხველო, ხომ გიჩნდებათ აზრი იმისა,  რომ ასეთი მრავალფეროვნების მქონე ქვეყანაში სადაც ჩვენ ვცხოვრობთ დაუშვებელია გარემოს დაბინძურება.  მე ყოველთვის გამიხარდება მთაწმინდის ლამაზი ბუნების დანახვა როგორსაც თქვენ ჩემს მიერ გადაღებულ ფოტოში ხედავთ.


დატოვე კომენტარი

“ეკოლოგიური გენოციდი”

7 დეკემბერს ,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრის“ წარმომადგენელმა, ნიკოლოზ მჟავანაძემ აღმაშენებლის გამზირზე ხეების მასიურ ჭრასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.

როგორც მან განაცხადა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მოთხოვნით, ერთ სულ მოსახლეზე 50 კვადრატული მეტრი გამწვანებული ფართი უნდა მოდიოდეს. ჩვენთან 3 კვადრატულზე ნაკლები მოდის და ამ მხრივ სიტუაცია დღითიდღე მძიმდება. ამის ნათელი დადასტურება ამ დღეებში აღმაშენებლის გამზირზე ასეულობით მრავალწლიანი ჭადრის ხის მოჭრაა, რის შემდეგაც გამზირზე აღარცერთი ხე არ დარჩა. როგორც ცნობილია, მერია ხეების ადგილას დეკორატიული მცენარეების დარგვას აპირებს. ხეების მოჭრას კი იმით ამართლებს, რომ ფესვები კომუნიკაციებს ანადგურებენო. ყველა ხეს ფესვი გააჩნია, ამ პრინციპით მაშინ ქალაქში ხე აღარ უნდა დავტოვოთ.

ყველასათვის ცნობილია, რომ აღმაშენებლის გამზირზე განსაკუთრებით რთული ეკოლოგიური მდგომარეობაა და იქ ხეების მასიური მოჭრა არის პირდაპირი დარტყმა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და ეკოლოგიური გენიციდი. როგორც ჩანს. ქალაქ თბილისის მერია ნელ–ნელა ქალაქს მწვანე საფარისგან ათავისუფლებს. ცენტრი მოვუწოდებს აღმაშენებლის გამზირის მცხოვრებლებს გაერთიანდნენ ამ ბარბასობის წინააღმდეგ და მისცენ რწმუნება რათა დაცული იყოს მათი ინტერესები ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში’.


დატოვე კომენტარი

“სუფთა საკვები ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარი”

საკვებად უვარგისი პროდუქტი იწვევს ადამიანთა მოწამვლას და ხშირად ცუდი შედეგითაც მთავრდება , მაგრამ როგორი საკვებით ვიკვებებით?  

როგორ გავიგოთ  არის თუ არა იგი ეკოლოგიურად სუფთა?

მაგრამ გეტყოდით ჩემო მკითხველნო ზემოდ მოცემული საკვები ჩვენი ჯამრთელობისთვის საზიანო არ არის, მაგრამ კარგი იქნება თუ სხვა დანარჩენს ეკოლოგიურად სუფთა საკვებს მივირთმევთ , რათა ჩვენს ჯამრთელობას საფრთხე არ შეექმნას.


3 Comments

“საქართველოს უნიკალური ბუნება და მისი დაცვა “

ბევრჯერ თქმულა და გავიმეორებთ, რომ საქართველოს ერთადერთი სიმდიდრე მისი ბუნებაა.  ეს ბუნება განსაკუთრებულია არა სილამაზით არამედ მასში არსებული უნიკალური მცენარეთა და ცხოველთა იშვიათი სახეობებით . 


დატოვე კომენტარი

“ქალაქის გამწვანების ახალი პროექტი”

თბილისის მერიამ კათალიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ქალაქის გამწვანების ახალი პროექტი დაიწყო, რომელიც დედაქალაქისა და მისი შემოგარენის გამწვანებას ითვალისწინებს. 

ქალაქის  ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, აქცია უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო, სადაც 1000- მდე სტუდენტის მონაწილეობით 500 ძირი კვიპაროსის,  ფიჭვის, ნეკერჩხლისა და ცაცხვის ჯიშები დაირგო.        

განაშენიანების აქციაში უწმინდესთან ერთად ქალაქის მერმა გიგი უგულავამ და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ თავად მიიღეს მონაწილეობა.

„ჩვენ ვიწყებთ დიდ საქმეს-გამწვანება ეს უპირველეს ყოვლისა არის ჩვენი ხალხის ჯანმრთელობის საწინდარი და მაჩვენებელია ერის კულტურის. ეს მთები თავის დროზე  ტყით იყო დაფარული, რომელიც მტერმა გადაწვა. ჩვენ უნდა შევეცადოთ აღვადგინოთ და გავამწვანოთ ეს ადგილები, რაც სრულიად შეცვლის თბილისის ჰაერს.“-განაცხადა პატრიარქმა ილია მეორემ.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ სპეციალურად ამ აქციისთვის, საბაზისო სანერგე მეურნეობიდან 20 ათასამდე სხვადასხვა ჯიშის ნერგები გამოყო.

„არსებობს ფრაზა – ნაპერწკლიდან ალი აინთება, ჩვენ დავიწყეთ, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით სამინისტროს ინიციატივას ქალაქის მერია შემოუერთდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქალაქის გამწვანებასა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის რაც უფრო მეტი ადამიანი იზრუნებს. მზად ვართ ნებისემიერ მსურველს მხარი დავუჭიროთ მსგავსი აქციის ორგანიზებაში“ – განაცხადა გოგა ხაჩიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.