NEW

E K O N I A

გონების დაბინძურება…

%(count)s კომენტარი

ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როცა უამრავი ინფორმაცია არის ხელმისაწვდომი და მათი წყაროების რაოდენობა იმდენად დიდია, როგორც არასდროს. ნაწილობრივ ეს კარგია, თუმცა, ძალიან ცუდი შედეგებიც ახლავს თან. ის აურაცხელი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად უამრავი განსხვავებული სახით ვღებულობთ, ჩვენს გონებაზე უარყოფითად აისახება და რაც მთავარია, ეს პრობლემა უფრო და უფრო აქტუალური ხდება თანამედროვე მსოფლიოში.ინფორმაციული გადატვირთვა დღევანდელ დღეს ისე აქტუალური პრობლემაა, როგორც არასდროს. ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას ადამიანები უამრავი სახის ინფორმაციას ღებულობენ. ეს ინფორმაცია შეიძლება იყოს ვიზუალური, ან ვერბალური. პრობლემა ისაა, რომ ადამიანზე ხშირად ცუდ ზემოქმედებას ახდენს ის შთაბეჭდილებები და ემოციები, რომელსაც იგი ყოველდღიურად ღებულობს და განიცდის .ის რასაც ყველა ინფორმაციულ გადატვირთვას უწოდებს, თურქეთის საღვთისმეტყველო უნივერსიტეტის პროფესორებმა იაკუპ ჩეტინმა და ლი ფლამანდმა გონების დაბინძურება უწოდეს. მათ წიგნში “გონების დაბინძურება” ეს აქტუალური პრობლემა სათანადოდ არის განხილული. ჩეტინისა და ფლამანდის აზრით, გონების დაბინძურება ინფორმაციული გადატვირთვის შედეგია, რომელსაც შემდგომში ისეთ პრობლემებამდე მივყავართ, როგორებიცაა გონებრივი გამოფიტვა და მეხსიერების დაქვეითება.
გონების დაბინძურებას უამრავი მიზეზი აქვს: სურათები, ბილბორდები, მაღაზიის ვიტრინები, ტელევიზორი, ინტერნეტი, ჟურნალები, ბროშურები და ა.შ. ეს ყველაფერი იმ ინფორმაციის წყაროების ერთობლიობაა საიდანაც ჩვენ დღის განმავლობაში უამრავ შთაბეჭდილებითა და ემოციით ვიმუხტებით. თითოელი ნივთი, თითოეული ფრაზა, თითოეული მოძაობა, რომელსაც ჩვენ ვიზუალურად აღვიქვამთ, ჩვენს გონებაში დიდ ადგილს იკავებს და ეს კიდევ უფრო ქაოტურს ხდის ჩვენს ფსიქიკას. მთავარი პრობლემა ის არის, რომ მსგვსი ინფორმაციის დიდი ნაწილი სრულიად უსარგებლოა, მაგრამ ჩვენგან დამოუკიდებლად მას ჩვენი გონება მაინც აღიქვამს და სასარგებლო ინფორმაციას იგი რთულად, ან საერთოდ ვეღარ იღებს.
თანამედროვე ადამიანს მუდმივად აქვს იმის განცდა, რომ თუ იგო ყოველდღე ტელევიზორს არ უყურებს, არ წაიკითხვას გაზეთებს, არ ისარგებლებს სოციალური ქსელით, იგი ჩამორჩება თანამედროვეობას და ვეღარ გაიგებს რა ხდება მსოფლიოში. მას ჰგონია, რომ დრო სწრაფად გადის და შეიძლება მას ჩამორჩე კიდეც. თუმცა, დრო აბსტრაქტული ცნებაა. თუ გადავხედავთ ჩვენი დღის რეჟიმს, დავინახავთ, რომ აბსოლუტურად არაფერი შეიცვლებოდა, რომ არ გვეყურებინდა ტელევიზორისთვის, არ მივჯაჭვოდით კომპიუტერს, არ გადაგვეკითხა ჟურნალ-გაზეთები და ა.შ.
მაგრამ უკეთესი იქნებოდა, რომ ეს დრო გონებრივი, თუ ფიზიკური განტვირთვისა და სხვა უფრო სასარგებლო საქმისთვის დაგვეთმო. ჩვენი ეს თვისება უფრო ფსიქოლოგიური კანონზომიერებაა, როცა არ ვიცით რა იქნება, მოლოდინი ყოველთვის დიდი გვაქვს, მაგრამ როცა მოსახდენი მოხდება, აღმოვაჩენთ, რომ ჩვენი მოლოდინი ხშირად არ მართლდება. ამიტომაც, სასურველია უფრო რაციონალურები გავხდეთ და დრო უფრო სასარგებლოდ გამოვიყენოთ.

One thought on “გონების დაბინძურება…

Leave a http://www.youtube.com/watch?v=I2DWJqnpztYReply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s