NEW

E K O N I A

ჰიგიენური ნაგავი

დატოვე კომენტარი

ჰიგიენური ნაგავი – ამ პარადოქსს #1 საავადმყოფოს ნაგავსაყრელადგცეულ ეზოში ნახავთ. სამკურნალო დაწესებულება ეპიდემიის გავრცელების საშიშ კერადაა ქცეული.

მოცულობით დიდი ტერიტორიაზე გაშლილი ეზო ორ ფერშია გადაწყვეტილი. ვარდისფერი და შავი პოლიეთილენის პარკები ნიადაგსაც ფარავს და მათი ნარჩენები ხეებზეცაა შემორჩენილი. ეზოს კარგად დათვალიერებისას აუცილებლად შეამჩნევთ, რომელ ოთახში რა დაავადების მქონე პაციენტი წევს და რა სახის დიეტა დაუნიშნა მას ექიმმა – მისი საკვების ნარჩენები, მისივე ოთახის ფანჯრის ჩამოსწვრივ ყრია. შესაბამისად, ადვილად გასარჩევია, ვინ როდის რა ჭამა და რომელ საჭმელზე თქვა უარი. არაჟანისა და იოგურტის ქილები, პოლიეთილენში გახვეული ხმელი პური, მინერალური წყლის ბოთლები, ვაშლისა და სხვა ხილის ნაფრცქვენები თუ უბრალოდ სახლში გამზადებული წვნიანის ნარჩენები უმეტეს შემთხვევაში მაწანწალა ძაღლებისა და კატების ლუკმა ხდება. ეს უკანასკნელნი, მრავლად არიან საავადმყოფოს ტერიტორიაზე და ყოველ დღე აკითხავენ „სტუმართმოყვარე მასპინძლებს“.

Leave a http://www.youtube.com/watch?v=I2DWJqnpztYReply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s