NEW

E K O N I A

ევერესტიდან რვა ტონა ნაგავს გაიტანენ

დატოვე კომენტარი

აპრილიდან ნეპალში დაიწყო აქცია „შევინარჩუნოთ ევერესტი,“ რომელიც 2012 წლის ივნისამდე გაგრძელდება. ეკოლოგების თქმით, წლიდან წლამდე აქ ტურისტების ნაკადი მკვეთრად იზრდება, მათთან ერთად კი ნაგვის მთები წარმოიქმნება. ამიტომ დაბინძურებასთან ბრძოლა უნდა გააქტიურდეს.

საგარმათხას ეროვნული პარკის ტურისტული ბილიკებისა და ამ პარკში მდებარე ევერესტის გაწმენდის აქციები დროდადრო ტარდება, თუმცა ენთუზიასტების მონდომება საკმარისი არაა. სიტუაციას ის ფაქტი ართულებს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ნაგვის პრობლემებს ყურადღებას არ აქცევს.

ამიტომ ევერესტის დამცველები გამოდიან წინადადებით, შეიქმნას ერთიანი გრძელვადიანი სტრატეგია ამ უნიკალური ტერიტორიების დასუფთავებისა და მავნე ნარჩენების განადგურების მიზნით.

ამჟამინდელი აქციის ფარგლებში იგეგმება ევერესტიდან რვა ტონა ნაგვის მოგროვება. ამასთან, აშენდება ნარჩენების გადამამუშავებელი 15 ქარხანა.

პროექტმა ნეპალის მთავრობის მხარდაჭერა მიიღო, გარემოს დაცვისა და მეცნიერების სამინისტრო კი ევერესტზე მიმავალი ტურისტებისთვის ახალ ეკოლოგიურ ნორმებს შეიმუშავებს.

Leave a http://www.youtube.com/watch?v=I2DWJqnpztYReply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s