პროდუქტი თქვენთვის და თქვენი ოჯახისათვის
კომპანია “ტენტორიუმი” ფუტკრის პროდუქტებისა და სამკურნალო მცენარებიისაგან დამზადებულ, უნიკალურ კომპოზიციებს გთავაზობთ. ეს ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური საკვები პროდუქტებია, მკვეთრად გამოხატული სამკურნალო ეფექტით.
კომპანია „ტენტორიუმი“ ტრადიციული მეფუტკრეობის პროდუქციის უდიდესი გადამამუშავებელი სამრეწველო-სამეცნიერო ჰოლდინგია, რომელიც კაცობრიობისთვის ცნობილ ფუტკრის ყველა პროდუქტს გამოიყენებს. ესენია: თაფლი, დინდგელი(პროპოლისი), ყვავილის მტვერი(ფუტკრის ფეხგუნდა), ჭეო(ფუტკრის „პური“), სადედე ფუტკრის რძე, ფუტკრის შხამი, ცვილი.
პროდუქცია არ შეიცავს კონსერვანტებს და ქიმიურ დანამატებს. დამზადებულია ცივი, კრიოგენული მეთოდით, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ ყველა პროდუქტში ბუნებრივად შენარჩუნდეს მთელი ვიტამინური კომპლექსი და მიკროელემენტები, რითაც მდიდარია ფუტკრის პროდუქცია. ადამიანის ორგანიზმი ფუტკრის ნაწარმს, მთლიანად, დანაკარგების გარეშე ითვისებს, ხოლო სამკურნალო მცენარეებ მათ შესაბამის ორგანოში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფენ. ეს პროდუქცია ორგანიზმის ბუნებრივ ფუნქციებთან სრულ ჰარმონიაშია, უნარჩუნებს ადამიანს ჯანმრთელობას, აუმჯობესებს შრომისუნარიანობას და გუნება–განწყობილებას, არის საერთო გამაჯანსაღებელი და ადაპტოგენი (რომელიც იცავს ორგანიზმს, გარემოს არასასურველი ზემოქმედებისგან), მობილიზაციას უკეთებს ორგანიზმის რესურსებს, არეგულირებს სიცოცხლის რიტმს, აფერხებს დაბერების პროცესებს, უზრუნველყოფს აქტიურ, ხანგრძლივ სიცოცხლეს. მიირთვით ეკოლოგიურად სუთა საკვები….: )