NEW

E K O N I A

ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოება აშშ-ში

დატოვე კომენტარი

იაპონიის მიწისძვრის შემდეგ ამერიკელებს აშშ-ში მდებარე ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოება ადარდებთ. იაპონიაში ბირთვული კატასტროფის თავიდან აცილებისკენ მიმართული ღონისძიებების ფონზე ატომურ ელექტროსადგურებზე უსაფრთხოების თემა მსოფლიოს ბევრი სხვა ქვეყნის განსჯის საგანი გახდა. ეს განსაკუთრებით ეხება იმ სახელმწიფოებს, სადაც ატომური ელექტროსადგურები მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებსა და სეისმური თვლასაზრისით აქტიურ ზონებში მდებარეობს. შეერთებულ შტატებში ამერიკელთა უმრავლესობა შეშფოთებას გამოთქვამს იმ ატომური ელექტროსადგურების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, რომლებიც კალიფორნიაშია განლაგებული. აღსანიშნავია, რომ ორი ატომური ელექტროსადგური კალიფორნიის სანაპიროსთან ახლოს, სეისმიურად აქტიურ ზონაში მდებარეობს. ხოლო აღმოსავლეთ სანაპიროზე ნიუ იორკელებს 20-მილიონიანი ქალაქის მახლობლად მდებარე ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოება ადარდებთ, იუწყება “ამერიკის ხმის” კორესპონდენტი კაროლინ უივერი.

გასულ ოთხშაბათს ნიუ იორკის შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ განაცხადა, რომ ნიუ იორკიდან 61 კილომეტრში მდებარე ინდიან პოინტის ატომურ ელექტროსადგურზე უსაფრთხოების წესების გადახედვა დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ხსენებული ელექტროსადგური მდინარე ჰუძონზე მდებარეობს. ინდიან პოინტის ატომური ელექტროსადგურის ორი რეაქტორი გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან მუშაობს. გუბერნატორმა ხსენებული განცხადება გააკეთა მას შემდეგ რაც გასულ კვირას ფედერალური მთავრობის ბირთვულმა მარეგულირებელმა კომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ ინდიან პოინტის ატომური ელექტროსადგურის მესამე რეაქტორი მთელს ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე სარისკო ობიექტს წარმოადგენს. ანგარიშში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ინდიან პოინტის ატომურ ელექტროსადგურზე მიღებულ უნდა იქნას უსაფრთხოების დამატებითი ზომები მიწისძვრის საშიშროების შემთხვევაში ბირთვული კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით.

ადვოკატი ფილიპ მიუსიგასი ბუნების დაცვის არასამთავრობო ჯგუფ „რივერკიპერში“ მდინარე ჰუძონის პროგრამის დირექტორი გახლავთ. ხსენებულმა ჯგუფმა ფედერალური ბირთვული მარეგულირებელი კომისიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლის მიზანია აიძულოს კომისია დახუროს ინდიან პოინტის ატომური ელექტროსადგური.

Advertisements

Leave a http://www.youtube.com/watch?v=I2DWJqnpztYReply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s