დღეს ჩვენთან სკოლაში ერთ-ერთი პედაგოგი ძალიან გახარებული ჩანდა, რომ ვიკითხეთ რა ხდებოდა მან გვითხრა, რომ მის სახელზე შეიძლება საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში დაირგას ხე. მინდა, რომ მისი ბედნიერება ყველამ გაიზიაროს და ასეთი პატარა წვლილის შეტანა ჩვენი გარემოს გადარჩენისთვის საუკეთესო საშუალება იქნება. ეს გახლდათ 47-ე საჯარო სკოლის პედაგოგი ქალბატონი: ნანა ლორია. მე პირადად ძალიან დიდ მადლობას ვუხდი მას ამ ინფორმაციისთვის და მოხარული ვიქნები თუ მის მსგავსად ყველა პედაგოგი შეიტანს წვლილს გარემოს განახლებისთვის.
Advertisements