სოფელი გიორგეთი, სადაც 500-მდე კომლი ცხოვრობს, ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას. საქართველოში ერთ-ერთი მძლავრი მდინარე კაბალი სოფელს სეზონურად მიტაცებით ემუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ავრცელებს.
„სასოფლო – სამეურნეო სავარგულების 80% დატბორილია და ქვიშითა და რიყის ქვით არის სავსე. ადგილობრივები შიშობენ, რომ 2-3 წლის შემდეგ, დასამუშავებელი მიწა და საძოვარი აღარ დარჩებათ. ბევრი ნაკვეთი უვარგისობის გამო მიტოვებულია. ზოგ ადგილას მდინარე კაბალი სოფელს 100 მეტრით უახლოვდება, რაც ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის“
Advertisements