NEW

E K O N I A

კოსმეტიკის ეკოლოგიურად სუფთა შეფუთვა

დატოვე კომენტარი

ეკოლოგიურად სუფთა კოსმეტიკის მომხრეები დღეს უკვე ითხოვენ, რომ ყველაფერი (თმის ჟელედან დაწყებული ფრჩხილის ლაქით დამთავრებული) მხოლოდ შიგთავსის მხრივ კი არ უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა, არამედ გარსითაც.

მათი აზრით, სიცოცხლის ციკლი მხოლოდ მათი სახის კანის ელასტიურობით კი არ არის განპირობებული, არამედ იმითაც, თუ რა გზას ნახავს თვალის შუქ-ჩრდილის დაცარიელებული კოლოფი, ან კიდევ სად აღმოჩნდება შამპუნის ნახმარი ბოთლი ნაგვის ყუთში გადაძახების შემდეგ?

შარშან, მინტელის ბაზრის კვლევის მიზნით ჩატარებული გამოკითხვისას 25-დან 34 წლამდე ასაკის ქალები იქნა გამოკითხული. ხუთიდან ერთი რესპონდენტი მაინც აღნიშნავდა, რომ სხეულის ლოსიონის ეკოლოგიური შეფუთვა მათთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ამ პროდუქტის გამაახალგაზრდავებელი თვისებები. 2008 წლის მინტელის გამოკითხვისას გაირკვა, რომ ქალების 40 პროცენტისათვის კოსმეტიკის ყიდვისას ხსენებული შეფუთვა გადამწყვეტ როლს თამაშობდა.

ბამბუკისაგან დამზადებული პინები, ქაღალდი, რომელსაც ფირმა “ფიზიშნს ფორმულა” იყენებს, ფირმა “ავედას” სახის კრემის სპეციალური მეორადი გადამუშავების მასალისაგან შექმნილი ჭურჭელი თუ “პანგეა ორგანიქსის” საპნის შესაფუთი, ამარანტის თესლით მოოჭვილი ქაღალდი (მიწაში ჩარგვისას იგი იკვირტება კიდეც).

წარმოებაში მსგავს მასალას “ეკოლოგიურად მდგრადი” ეწოდება. ამ ყველაფრის მიზანი არის ბუნებრივი რესურსების უფრო რაციონალურად გამოყენება. ეს ყველაფერში შეიძლება გამოვლინდეს, თუნდაც ენერგიის რა ფორმას ირჩევს კომპანია შესაფუთი მასალის დამზადებისას და იყენებს თუ არა ეკონომნათურებს.

«ყველასთვის ნათელია, რომ შესაფუთი მასალით კოსმეტიკური პროდუქცია ზედმეტად არის ხოლმე გადატვირთული, – ამბობს სტარ ვართანი, რომელიც ბლოგ “EEco Chic Guide to Life” უძღვება (ბლოგი ეკოლოგიურად სუფთა კოსმეტიკასა და მოდის შსაკითხებს ეხება), – კოსმეტიკური ჭურჭლის გარდა კოლოფში პლასტიკატიც არის და მუყაოც. ტრანსპორტირებისას კი საქონელი ისე იფუთება, რომ არანაკლებ 16 ფენა უნდა შემოაცალო. მავნე გამონაყოფები მომხმარებელს ლამის ცხვირპირში სცემს..”

გარემოს დაცვის სააგენტოს მონაცემთა მიხედვით, შესაფუთი მასალა ყოველწლიურად ნაგვის ერთ მეოთხედს შეადგენს, ამ ფაქტს დიდმა თუ პატარა კომპანიამ დღეს ანგარიში უნდა გაუწიოს.

“ესტე ლაუდერის” კორპორაციამ, რომელიც 28 ბრენდს მოიცავს (მათ შორის “ორიჯინსსა” და “ავედას”), ეკოლოგიურად მდგრადი შეფუთვა უკვე პრიორიტეტად აქცია თავის კომპანიაში.  ძალიან საინტერესოა…. : )

Advertisements

Leave a http://www.youtube.com/watch?v=I2DWJqnpztYReply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s