NEW

E K O N I A

ბეტონის გამოქვაბულები და მწვანე ქალაქები

დატოვე კომენტარი

 

ჩვენ იმდენად მიჩვეულები ვართ, რომ თბილისის არქიტექტურული გარემოს 70-80% კორპუსებისგან შედგება, რომ ვერც ვაცნობიერებთ ამ ფაქტის გავლენას ცხოვრებაზე. საბჭოთა დროს აშენებული ეს ბლოკები არა მხოლოდ ესთეტიურად ანადგურებენ ქალაქის სახეს, არამედ ასევე ებრძვიან ეკოლოგიას და უარყოფით გავლენას ახდენენ ახალგაზრდა თაობების ფსიქოლოგიაზე. ჩაბნელებულ ნაცრისფერ ბეტონში გაზრდილი ბავშვი გაცილებით უფრო მიდრეკილია ეგოიზმისკენ (“გარეთ რამის საშოვნელად და გამოქვაბულში მოსატანად გასვლა”), უსაქმურობისკენ (“ბირჟა”) და ნგრევისკენ (კორპუსისგან შემდგარი ქალაქის ბრძოლის ველად წარმოდგენა გაცილებით ადვილია); ეკოლოგიის მხრივ ასეთი ქალაქები მასში მცხოვრებლების ჯანმრთელობას თანდათანობით სპობს; ვიზუალურ მხარეს კი არც აღვნიშნავ.

ეს უკვე თავისთავად დიდ პრობლემას წარმოადგენს, როდესაც სასურველი სახის ქალაქებთან შედარებაზეა ლაპარაკი, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში განვითარებულ მსოფლიოში უკვე მასშტაბური სახე მიიღო “ეკოლოგიური ქალაქის” პროექტებმა, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია მათთვის, ანუ ორმაგი ჩამორჩენა ჩვენთვის. თბილისური კორპუსების არქიტექტურულად ესთეტიური შენობებით შეცვლა — რომელიც ისედაც წარმოუდგენელი ხანგრძლივობის და ხარჯების პროექტი იქნებოდა — ახლა საკმარისი არ იქნება იმისათვის, რომ ეკოლოგიურ ტენდენციებს ავუწყოთ ფეხი. არადა, ზუსტად თბილისისმაგვარი ქალაქებისთვისაა ყველაზე სასარგებლო ასეთი განვითარება – თბილისი არასდროს ყოფილა მეგაპოლისური სტილის არქიტექტურის ქალაქი და ყოველთვის ახლოს იყო ბუნებასთან გეოგრაფიულად. მწვანე პროექტები, ჯანმრთელი მასალისგან ნაშენი სახლები, ეკოლოგიური ტრანსპორტი და საბოლოო ჯამში ქალაქის მთლიანად ეკოლოგიურ/ბუნებასთან შერწყმულ სახეზე გადაყვანა — თბილისის, როგორც მყუდრო ქალაქის სტილის შენარჩუნებასთან ერთად — უდიდეს სარგებელს მოუტანდა მას (და შედეგად მთელს ქვეყანას, თბილისის დემოგრაფიული ფაქტორისგან გამომდინარე) ზემოთ აღნიშნულ მიმართულებებში. ეს იქნებოდა ჯანმრთელი ქალაქი ჯანმრთელად მოაზროვნე ადამიანებით, რომლებიც არა მხოლოდ “საშოვნელად” და “გადასარჩენად” იცხოვრებდნენ, არამედ რეალურად იზრუნებდნენ ქალაქზე და მომავალ თაობებსაც ასე გაზრდიდნენ. გაიზრდებოდა ქალაქის და მისი მაცხოვრებლების თვითშეგნება, გემოვნება და ფილოსოფიური დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ. თვითშეფასების მატება კი გამოიწვევდა მოთხოვნების მატებას იმათ მიმართ, ვინც ცხოვრების დონეს განსაზღვრავს – ასეთ ქალაქში მაცხოვრებელი თავის ბედს კორპუსებივით “მოაზროვნე” პოლიტიკოსებს აღარ ანდობდა. ერთი სიტყვით, თბილისის თანამედროვე ესთეტიური და ეკოლოგიური არქიტექტურის ქალაქად გადაქცევა დღევანდელი საქართველოს ფუნდამენტური პრობლემების დიდ ნაწილს მოაგვარებდა.

ხშირად რაც უფრო მეტი დადებითი მოაქვს ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, მით უფრო რთულია — და მით მეტ ხარჯებს ითხოვს – მისი რეალიზება. თბილისის ესთეტიურ-ეკოლოგიურ ქალაქად გადაქცევა ამის საუკეთესო მაგალითია. ამ დროს — სხვა ყველა ფაქტორის არსებობის შემთხვევაშიც კი — ალბათ კიდევ რამდენიმე თაობა ვერ მოესწრება.

Advertisements

Leave a http://www.youtube.com/watch?v=I2DWJqnpztYReply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s