NEW

E K O N I A

ჰოლივუდის ვარსკვლავები ეკოლოგიური პრობლემების წინააღმდეგ

დატოვე კომენტარი

ჰოლივუდის ცნობილმა მსახიობებმა ფონდ ”NRD”-ის მიერ ორგანიზებულ აქციაში მიიღეს მონაწილეობა. ფონდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ლეონარდო დი კაპრიოა.
მსახიობებმა თავიანთ თაყვანისმცემლებს მოუწოდეს, რაც შეიძლება მეტი ელექტრონული წერილი გაუგზავნონ სენატორებს და მათგან ე.წ. ”სუფთა ენერგიის შესახებ” კანონის დამტკიცება მოითხოვონ.
ვარსკვლავები ამტკიცებენ, რომ ამგვარი კანონის მიღება არა მარტო შეამცირებს აშშ-ის დამოკიდებულებას იმ ქვეყნებზე, რომლებიც ”არ იზიარებენ ამერიკულ ფასეულობებს და საერთაშორისო უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან”, არამედ მრავალი ახალი სამუშაო ადგილის გაჩენას შეუწყობს ხელს და ბუნების სიმდიდრის შენარჩუნებაში დაგვეხმარება.
შეგახსენებთ, რომ ლეონარდო დი კაპრიო ბუნების ერთგული დამცველია. 1998 წელს მან ეკოლოგიური ფონდი დააარსა, რომელიც გარემოს დაცვის პრობლემებითაა დაკავებული, ხოლო 2006 წელს დოკუმენტური ფილმი გადაიღო, სახელწოდებით ”მეთერთმეტე საათი”. ფილმი გლობალური დათბობის საფრთხეებისა და ჩვენი პლანეტის ეკოსისტემის რეაბილიტაციის შესაძლებლობების შესახებ მოგვითხრობს.

Advertisements

Leave a http://www.youtube.com/watch?v=I2DWJqnpztYReply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s