NEW

E K O N I A

წყალდიდობა

დატოვე კომენტარი

მდინარეთა წყალდიდობა ოთხი ტიპისაა, რომლებიც ერთმანეთისაგან განმეორების სიხშირით, მასშტაბით და მიყენებული ზიანის ოდენობით განსხვავდებიან. ესენია:

უმნიშვნელო წყალდიდობა დამახასიათებელია ვაკის მდინარეებისათვის, აღინიშნება 5-10 წელიწადში ერთხელ. წყალდიდობისას იფარება მდინარის მიმდებარე ტერიტორიის 1/10, არ იწვევს მნიშვნელოვან მატერიალურ ზარალს და არ არღვევს ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს.

მნიშვნელოვანი წყალდიდობა დამახასიათებელია როგორც  ვაკის ისე მთის მდინარეებისათვის, აღინიშნება 20-25 წელიწადში ერთხელ. წყალდიდობისას ფარება მდინარის  ხეობის  მნშივნელოვანი ნაწილი. იწვევს არსებით მატერიალურ ზარალს, მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ევაკუაციას და ცხოვრების ჩვეული რიტმის შეცვლას.

მასშტაბური წყალდიდობა მოიცავს მდინარის მთელ აუზს, აღინიშნება 50-100 წელიწადში ერთხელ. ხშირ შემთხვევაში თითქმის მთლიანად იფარება მდინარის მიმდებარე ტერიტორია, დასახლებული პუნქტები. იწვევს დიდ მატერიალურ ზარალს, მკვეთრად ცვლის ადამიანთა ყოფა-ცხოვრებასა და სამეურნეო საქმიანობას, მოითხოვს მოსახლეობისა და მატერიალური ფასეულობების ევაკუაციას.

კატასტროფული წყალდიდობა — იტბორება უზარმაზარი ტერიტორიები, მთლიანად, პარალიზებულია ადმიანის საქმიანობა. მოიცავს არაერთი მდინარის აუზს, აღინიშნება 100-200 წელიწადში ერთხელ ან უფრო იშვიათად. ამგვარი წყალდიდობა იწვევს ადამიანთა მსხვერპლს, უდიდეს მატერიალურ ზარალს.

Advertisements

Leave a http://www.youtube.com/watch?v=I2DWJqnpztYReply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s