NEW

E K O N I A

ჰოლანდიაში გზის ახალი ეკო-საფარი ჰაერს ასუფთავებს

დატოვე კომენტარი

ნებისმიერი პრობლემის გადაჭრისას გონივრული მიდგომა – ძალისხმევის მიმართვაა თავად პრობლემის საწყისის აღმოსაფხვრელად. თუ კი ბენზინის ძრავების მიერ მავნე გამონაბოლქვების შემცირებაზე ვისაუბრებთ, შესაძლებელია ახალი გამომყოფი სისტემების შექმნა კატალიზატორებით, საწვავის წვის ეფექტურობის გაზრდა – ანუ, სასარგებლო ინჟინერიით დაკავება. თუმცა, ასეთი მიდგომა – სამომავლო უფროა, ხოლო დაბინძურების დონის შემცირება უკვე დღესაა საჭირო. სწორედ ასე მსჯელობდა  ეინდჰოვენის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (Eindhoven University of Technology) მეცნიერთა ჯგუფი, როდესაც თავისებურად პირველ «გზის ეკოლოგიურ საფარზე» მუშაობდნენ.

მათ შეიმუშავეს ტიტანის ორჟანგის ფენით დაფარული ბეტონი, რომელიც აზოტის ჟანგთან შედის რეაქციაში. ეს უკანასკნელი საწვავის მაღალტემპერატურული წვის შედეგია, მოცემულ შემთხვევაში – ავტომობილების ბენზინის ძრავში. აზოტის ჟანგი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ზოგიერთ პრობლემას იწვევს, მაგალითად, სუნთქვის გაძნელება, აგრეთვე დაკავშირებულნი არიან “სმოგის” წარმოქმნასთან და ოზონის შრის დარღვევასთან.

ახალ ბეტონში ფოტოკატალიტიკური მასალა მზის შუქს აზოტის ჟანგის უვნებელ ნიტრატებად გარდასაქმნელად იყენებს, რომლებიც გზის საფარიდან წყლით ადვილად ირეცხება. ტიტანის ორჟანგი, რომელიც ჩვეულებრივ საღებავების შემადგენლობაში გვხვდება, თვითწმენდადი ქიმიკატია, რომელიც ჭუჭყსა და წყალმცენარეებს ხრწნის, რის შედეგადაც გზის ზედაპირი ყოველთვის სუფთა იქნება და ამავდროულად ჰაერიც გაიწმინდება.

წარმატებული ლაბორატორიული ცდების შემდეგ შემქმნელები მოქმედებაზე გადავიდნენ და ჰოლანდიის ქალაქ  ჰენგოლში (Hengelo) გზის მონაკვეთი ფოტოკატალიტიკური მასალით დაფარეს. ამასთან ერთად, იგივე ფართის მქონე გზის მონაკვეთი ჩვეულებრივი ბეტონით დაფარეს, რის შემდეგაც ორივე მონაკვეთიდან ჰაერის ნიმუშები აიღეს – შედეგმა ახალი ტექნოლოგიის ეფექტურობა დაადასტურა.

საინტერესოა, რომ ტიტანის ორჟანგის დამატება ბეტონის გარდა ასფალტშიც შეიძლება – იმ შემთხვევაში, თუ ბეტონი საგზაო პროექტის ამოცანებს არ აკმაყოფილებს. «გამწმენდი ბეტონის» ღირებულება რა თქმა უნდა, ტრადიციულზე მეტია, თუმცა, უკვე არიან კომპანიები, რომლებიც ამ სიახლეს უშვებენ – მაგალითად,  Struyk Verwo მსგავს კვლევებს ჩინელი მეცნიერებიც აწარმოებენ, თუმცა, ეს უკანასკნელნი ნანოპოლიმერულ სტრუქტურებს იყენებენ. ამ მიდგომათაგან რომელი უფრო ეფექტური იქნება ჰაერის გაწმენდის თვალსაზრისით და რაც არანაკლებმნიშვნელოვანია, წარმოების ღირებულების კუთხითაც, ჩვენ ახლო მომავალში გავიგებთ

Leave a http://www.youtube.com/watch?v=I2DWJqnpztYReply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s