NEW

E K O N I A

წყნარ ოკეანეში დინებებს ნაგავი მოაქვს

დატოვე კომენტარი

თევზაობის სეზონი დაშორდა ცივილიზაციას და რა ნარჩენებს
ხომალდ “ალგიტას” ბორტიდან ჰავაის ჩრდილოეთით 1.6000 კილომეტრის მოშორებით, წყნარი ოკეანის ამ შორეულ მონაკვეთში, სხვადასხვა ქვეყნების საზღვრებიდან ასობით კილომეტრით დაშორებულ ადგილზე, ღრმა მორევში მოტრიალე ნაგვის ნარჩენების ისეთი კონცენტრაცია შეინიშნება, რომ მისი მოცულობის ზუსტი განსაზღვრა რთულდება.
ნათურები, ბოთლის თავსახურები, კბილის ჯაგრისები, ნაყინ “პოპსიკლის” ჩხირები, ბრინჯის მარცვლის ზომის, პლასტმასის პატარა ნატეხები – ყოველივე ეს შეგიძლიათ იხილოთ წყნარი ოკეანის ამ “სანაგვეში”, რომლის გავრცელების არეალი ყოველ ათწლეულში მატულობს და უახლესი მონაცემებით 1.4 კილომეტრს ფარავს. თუმცა მკვლევართა ერთი ჯგუფი ამტკიცებს, რომ წყნარი ოკეანე რეალურად მთლიანად სავსეა ნაგვით, უბრალოდ ოკეანოგრაფების მიერ “ძაბრად” წოდებულ ამ ადგილას, სადაც ძლიერი დინება და სუსტი ქარები აღინიშნება, დინებით ატაცებული ნაგვის ერთი გარკვეული ნაწილი ზედაპირზე გიგანტურ მორევში ტრიალებს.
მეცნიერების თქმით, მსგავსი მდგომარეობა მსოფლიო ოკეანეების ხუთ ადგილზე შეინიშნება. მოწყვეტილი ბაკენებისა და სათევზაო მოწყობილობების გარდა, რომლებიც აგრეთვე ნარჩენებს შორის მოიპოვება, ყველა სხვა ნივთი შტორმების დროს ხმელეთიდან ზღვაში ირეცხება.
ნარჩენებს შორის აქ ყველაზე ხშირად მაინც პლასტმასის ნაწარმი გვხვდება, რადგან ეს მასალა მსუბუქი, გამძლე, განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში ერთნაირი სიხშირით ხმარებადი და ხელმისაწვდომია. იგი ზღვის ზედაპირზე ტივტივით კილომეტრებს მოივლის ხოლმე და მხოლოდ კარგა ხნის შემდეგ ზიანდება; თუმცა, თუ ერთხელ ნატეხებად იქცა, ეს ნატეხები წყლის ზედაპირზე სადღესასწაულო “კონფეტივით” არის მიმობნეული. მილიონობით, ტრილიონობით მსგავსი ნაწილაკი დატივტივებს მსოფლიოს დაბინძურებული წყლების მორევებში.
პოლიქლორილებული დიფენილები, ტრიქლოროეთანი და სხვა ამგვარი ტოქსიური ქიმიკატები წყალში არ იხსნება, მაგრამ პლასტიკატი მათ ღრუბელივით იწოვს. ის თევზები, რომლებიც პლანკტონით იკვებებიან, პლასტიკატის ამ ნაწილაკებს ყლაპავენ. “ალგალიტას” საზღვაო კვლევის ფონდის წევრი მეცნიერები ამბობენ, რომ თევზის ქსოვილებში უკვე შეინიშნება იგივე ქიმიკატები, რომლებსაც პლასტმასი შეიცავს და ამის მიზეზი, მათი აზრით, სწორედ თევზების მიერ შეჭმული პლასტიკატის ნაწილაკებია.
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ხორცისმჭამელთა ნებისმიერ წარმომადგენელს (უფრო დიდი თევზი იქნება ეს თუ ადამიანი), რომელიც საკვებად იღებს დაბინძურებულ თევზს, იგივე ტოქსინები ქსოვილებში გადასდის და უფრო მაღალი კონცენტრაციით, მრავალფეროვანი საკვების მიღების გზით, მთელ სხეულში უგროვდება.
ჩარლზ მურმა ეს დაბინძურებული მონაკვეთი 12 წლის წინ ჰავაიდან გემით დაბრუნებისას, შემთხვევით აღმოაჩინა. იგი ხომალდის კაპიტანია და ამ ზაფხულს ხსენებულ ადგილს (რომელსაც თვითონ მეათეჯერ ეწვია მეცნიერული ექსპედიცით) სამ მკვლევართან, თავის პირველ თანაშემწესა და ჟურნალისტთან ერთად მიაკითხა. იგი ამტკიცებს, რომ ეს ადგილი ჯერჯერობით აღმოჩენილი არ არის.
“თუ კარგად მოიძიებთ, ასეთ ადგილებს თითქმის ყველგან იპოვით”, – ამბობს იგი. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მსგავსი დაბინძურება იაპონიის სანაპიროებთანაც შეინიშნება და ატლანტის ოკეანის შუაგულში, სარგასის ზღვასთანაც.
ჩრდილოეთ კაროლინის უილმინგტონის უნივერსიტეტის ასპირანტმა ბონი მონტელოუნმა, რომელიც ოკეანეში პლასტიკატის ნაწარმის კონცენტრაციის თემისადმი მიღძვნილ მაგისტერულ დისერტაციაზე მუშაობს, ამა წლის გაზაფხულს სარგასის ზღვაზეც იმოგზაურა და წყნარი ოკეანის დაბინძურებული მონაკვეთის შესასწავლად მურის საზაფხულო ექსპედიციაშიც მიიღო მონაწილეობა.
“აქ ნარჩენების გაცილებით მეტი კონცენტრაცია შევნიშენე, ვიდრე სარგასის ზღვაში,” – გვიამბობს ქ-ნი მონტელოუნი, თუმცა უშვებს იმასაც, რომ ატლანტის ოკეანის დაბინძურებული ადგილები მთლიანად ხილული არ არის.
მურის ხომალდის ეკიპაჟის მოხალისე წევრი ქ-ნი მონტელოუნი, იმედს არ კარგავდა, რომ წყნარი ოკეანიდან ამოღებულ ერთ სინჯში მაინც არ აღმოაჩენდა დაბინძურების ნიშნებს. “ერთი ადგილი მაინც მენახა, ერთადერთი!” – ამბობს იგი. – “ყველგან პლასტმასი მხვდებოდა!”.
წყნარი ოკეანის ამ პრობლემამ ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც ხსენებული ადგილი ამ ზაფხულს ოკეანოლოგთა სამმა დამოუკიდებელმა კვლევითმა ორგანიზაციამ მოინახულა.
ბ-ნი მური პირველი მკვლევარია, რომელმაც ეს ნაგავსაყრელი სინჯების მეშვეობით შეისწავლა. 1999 წელს მან “ალგალიტას ფონდის” სახსრები მთლიანად ამ საქმეს მიუძღვნა. დღეს ჯგუფი კალიფორნიის დაბინძურებულ აკვატორიასაც იკვლევს და წყნარი ოკეანის სანაპირო წყლებსაც. მურის საექსპედიციო ხომალდ “ალგალიტას”, ალუმინის 15-მეტრიან კატამარანს, პლასტიკატის ნარჩენების შესაგროვებლად წვრილი ბადე აქვს გამობმული.
მეცნიერები თითოეულ სინჯში პლასტიკატის შემცველობასაც ამოწმებენ და ნაწილაკების წონასაც ადგენენ. გარდა ამისა, ისინი ბადეში მოხვედრილი ნებისმიერი თევზის ქსოვილსაც იკვლევენ, რათა ტოქსინების შემცველობა განსაზღვრონ. წინა ექსპედიციაში დაჭერილ ერთ ელაგატს, მაგალითად, მუცელში 84 პლასტიკური ნაწილაკი აღმოაჩნდა.
ბოლო ექსპედიციის ტოქსიკური “ნადავლი” მეცნიერებს ჯერ არ შეუსწავლიათ, მაგრამ წყლის სინჯები მიუთითებს, რომ ზემოხსენებულ “ძაბრისა” და მთელს წყნარ ოკეანეში პლასტიკატის მოცულობა აშკარად იზრდება. თებერვალში აღებულ წყლის სინჯებში პლასტიკატის მოცულობა ათი წლის წინანდელ მონაცემებს ორჯერ აღემატებოდა.
“ეს ის ნაგავსაყრელი აღარ არის, რომელიც 1999 წელს ვნახე,” – ამბობს ბ-ნი მური. – “ეს უკვე სულ სხვა ცხოველია.”
მისი პირველი თანაშემწის, ჯეფრი ერნსტის აზრით კი, წყლის ეს “სანაგვე” მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს: “ადგილი აღარ არის დარჩენილი, რომელიც ადამიანთა მოდგმას არ შეუბილწავს.

Leave a http://www.youtube.com/watch?v=I2DWJqnpztYReply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s