NEW

E K O N I A

მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებული ადგილები

დატოვე კომენტარი

2006 წლიდან მოყოლებული დღემდე, „ბლექსმითის“ ინსტიტუტი ყოველწლიურად აქვეყნებს მსოფლიოს ყველაზე ძლიერ დაბინძურებული ადგილების სიას. ქალაქ ნიუ იორკში მოქმედი ეს ორგანიზაცია, წლევანდელ ანგარიში მთავარ აქცენტს იმ ადგილებზე აკეთებს სადაც მდგომარეობა გაუმჯობესდა:
„მრავალი ადგილის გამოკვლევამ გამოავლინა ის, რომ საქმე არც ისე ცუდად არის, ვინაიდან მანამდე მათი მდგომარეობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიზუსტეს არ შეესაბამებოდა“. ამბობს „ბლექსმითის“ აღმასრულებელი დირექტორი მერედიტ ბლოკი.
არსებული სიტუაციის გაუმჯობესებას თორმეტი პროექტი ემსახურება. ბუნებრივია „ბლექსმიტის“ ინსტიტუტის მიერ მოწამლულადჩათვლილი ათასზე მეტი ადგილისთვის ეს ძალზე ცოტაა. სიას გაეროსთან და შვეიცარიის მწვანე ჯვართანაც ათანხმებენ.
წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში მოყვანილია ადგილობრივი მთავრობების მიერ გარემოს დაბინძურებასთან გასამკლავებლად გადადგმული ნაბიჯების მაგალითებიც. ერთ ასეთ მაგალითად დომინიკის რესპუბლიკის ქალაქ ჰაინის მიდამოებში მდებარე ბორცვების ამბავი მოიხსენიება, რომლებიც ადგილობრივმა მოსახლეობამ ავტომობილების უვარგისი აკუმულატორების სანაგვედ აქცია. მჟავამ, რომელიც აკუმულატორებიდან გადმოედინებოდა ახლომდებარე მიდამოების ნიადაგი და წყალი მოწამლა. ანალიზმა გამოაშკარავა ის, რომ ადგილობრივ მოსახელობაზე მსოფლიოში ტყვიით მოწამვლის ყველაზე მაღალი პროცენტი მოდის:
„ადგილობრივების დაცულობის გასაძლიერებლად, მათ სისხლის ანალიზი აუღეს და ახსნა-განმარტების კამპანია ჩაუტარეს. მათ აუხსნეს, რომ ტყვიით მოწამვლის თავიდან არიდების უმარტივეს გზას ხელების ხშირად ბანა წარმოადგენს“. გვეუბნება მერედიტ ბლოკი.
დამატებით, მოწამლული ნიადაგი მოჭრეს და ბავშვების სათამაშო მოედნებსა და ტროტუარებზე ახალი მიწა დაყარეს. ამ პროექტის დამსახურებით ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობა საგრძნობლად შემცირდა. მეორე წარმატებულ მაგალითად განის ქალაქ აკრაში განხორციელებული პროექტია მოყვანილი. განის პროექტი ჩაკეტილ სივრცეში საკვებად გამოყენებადი ალის გამონაბოლქვით მოწამვლის პრობლემასთან გამკლავებას ისახავს მიზნად. ასეთი სახის მოწამვლის შედეგად მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად სამ მილიონამდე ადამიანი იღუპება.
აკრაში მიმდინარე პროექტი თანამედროვე ტიპის ქურების რეკლამირებასაც ახდენს:
„მათ ადგილობრივი ოსტატების გადამზადებით თანამდეროვე კერძო სექტორი შექმნეს. ადგილობრივებს ქურების შეკეთება ასწავლეს“. გვეუბნება „ბლექსმითის“ გლობალური ოპერირების განყოფილების დირექტორი დეივიდ ჰენრაჰანი.
ახლა კი 75 ათასი ქურის გაყიდვის დამსახურებით, სუნთქვა 240 ათას ადამიანს გაუადვილდა:
„სასიკეთო შედეგი კი ისაა, რომ ნახშირორჟანგის დონემ ორმოციდან ორმოცდაათ პროცენტამდე დაიწია.ეს კი ძალზე დიდი მიღწევაა ჯანდაცვისთვის“. ამბობს ბატონი ჰენრანი.
წარმატების მიღწევის მაგალითებად, ჩინეთის ქალაქ შანჰაის კანალიზაციის სისტემის გაწმენდის მრავალმილიარდიანი პროექტი, ტანზანიაში პესტიციდების ძველი საწყობის დაცლა და ინდოეთის დედაქალაქ დელიში ავტომობილების გამონაბოლქვის შემცირებააა მოყვანილი.
„ბლეკსმითმა“ აგრეთვე ორი გლობალური ინიციატივა შეიტანა ანგარიშში. ერთი ქიმიური იარაღის საერთაშორისო კონვენციას ეხება, რომელიც ქიმიური იარაღის აკრძალვას ცდილობს. ამ ხელშეკრულებას ხელი ას ოთხმოცდარვა ქვეყანამ მოაწერა. მეორე კი გაეროს გარემოს დაცვის პროგრამაა. მერედიტ ბლოკის თქმით, 2009 წლის ანგარიში ააშკარავებს იმას, რომ პრობლემის სირთულის მიუხედავად, წარმატების მიღწევა შესაძლებელია. თუმცა ამისთვის საჭირო თანხების მოზიდვაა აუცილებელი. „ბლექსმითი“ უმდიდრეს ქვეყნებს გლობალური ჯანდაცვისა და დაბინძურების პროგრამების დაფინანსებისკენ მოუწოდებს. ეს თანხები მსოფლიოს ოთხასი ყველაზე დაბინძურებული ადგილის გაწმენდას მოხმარდება და ას მილიონზე მეტ ადამიანზე იმოქმედებს სასიკეთოდ.

Advertisements

Leave a http://www.youtube.com/watch?v=I2DWJqnpztYReply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s