NEW

E K O N I A

დაბინძურებული ჰაერი ვენებში თრომბის გაჩენას უწყობს ხელს

დატოვე კომენტარი

ჭვარტლის მიკროსკოპული ნაწილაკების შემცველი ჰაერის ჩასუნთქვა ვენების თრომბოზის რისკს ზრდის, – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი მეცნიერები ორი ათასი ადამიანის გამოკვლევის შემდეგ. ღრმა ვენების თრომბოზი ნიშნავს თრომბების ფორმირებას წვივისა და თეძოს ღრმა ვენებში. თრომბის მოწყვეტამ და სისხლის ნაკადით მისმა გადაადგილებამ შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში ისეთი გართულება, როგორიცაა ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია.
კვლევის ავტორმა ანდრეა ბაკარელიმ და მისმა კოლეგებმა ერთმანეთს შეადარეს მონაცემები ღრმა ვენების თრომბოზით ავადო-ბაზე და ჰაერში ათობით მიკრომეტრზე მცირე ზომის ნაწილაკების შემცველობაზე გაკეთებული ანალიზის შედეგები. ამ ნაწი-ლაკების დასაშვები ზღვარი დადგენილია ევროპული კომისიის მიერ და შეადგენს კუბურ მეტრ ჰაერში 50 მიკროგრამს.
გაირკვა, რომ მიკროსკოპული ნაწილაკების კონცენტრაციის კუბურ მეტრ ჰაერზე 10 მიკროგრამით ზრდა (მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში) ღრმა ვენების თრომბოზის განვითარების რისკს 70%-მდე ზრდის. სისხლის ნიმუშების გამოკვლევამ აჩვენა, რომ დაბინძურებული ჰაერის პირობებში მცხოვრებ ხალხში თრომბოზის განვითარების დრო მნიშვნელოვნად შემცი-რებულია. აქამდეც იყო ცნობილი, რომ მანქანის გამონაბოლქვის შემცველი მიკროსკოპული ნაწილაკები ზრდიდა ინფარქტის განვითარების რისკს, მაგრამ ჰაერის დაბინძურებასა და ღრმა ვენების თრომბოზს შორის კავშირი პირველად გამოვლინდა.

Leave a http://www.youtube.com/watch?v=I2DWJqnpztYReply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s