NEW

E K O N I A

მავნე ნარჩენები დუნაის შენაკადში მოხვდა

დატოვე კომენტარი

უნგრეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მდინარე დუნაის ერთ-ერთ შენაკადში იმ ტოქსიკური ნარჩენების მოხვედრა დაფიქსირდა, რომლებიც ალუმინის ქარხანაში ავარიის შედეგად დაიღვარა.
ეს ინფორმაცია სამაშველო სამსახურების წარმომადგენელმა ტიბორ დობსონმა გაახმოვანა.
ევროპის მთავარ წყლის ერთ-ერთ არტერიაში ქიმიკატების მოხვედრამ შეიძლება, უარყოფითი გავლენა მოახდინოს იმ ქვეყნებზე, რომლებზეც დუნაი გადის. რისკის ზონაში ხვდებიან: ხორვატია, სერბეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, უკრაინა და მოლდოვა.
ბუდაპეშტიდან 160 კმ-ს დაშორებით მდებარე ქარხანაში აფეთქება სამშაბათს, 5 ოქტომბერს მოხდა. დაღვრილი სითხე წყლისა და სამრეწველო ნარჩენების ნაზავია, რომელიც მძიმე მეტალებს შეიცავს და სიცოცხლისთვის სახიფათოა.
წინასწარი მონაცემებით, ავარიის მომენტიდან დღემდე ქარხნის რეზერვუარებიდან რამდენიმე ასეული ათასი კუბური მეტრი ტოქსინები ჩაიღვარა. კატასტროფის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. აფეთქება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ხიდები და სახლები დაანგრია და ასობით მანქანა გზებიდან გადააგდო.
ქვეყნის პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე “დანაშაულებრივი გულგრილობის” მუხლით აღძრა. უნგრეთის გარემოს დაცვის მინისტრმა ზოლტან ილეშმა განაცხადა, რომ ეკოლოგიური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად უნგრეთს ევროკავშირის დახმარება დასჭირდება.
ყველაზე მეტად კატასტროფამ 7 დასახლებული პუნქტი დააზარალა. ზოგიერთი მათგანის ტერიტორიაზე ტოქსიკური სითხის სიღრმემ 2 მეტრს მიაღწია.
დამწვრობებითა და სხვა სახის ტრავმებით საავადმყოფოებში 120 ადამიანი გადაიყვანეს.
ავარიის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. იმ კომპანიის წარმომადგენლები, რომლებსაც ალუმინის ქარხანა ეკუთვნის, აცხადებენ, რომ შესაძლო კატასტროფაზე არაფერი მიანიშნებდა. მათი თქმით, რეზერვუარები 4 ოქტომბერს შემოწმდა და მათ არავითარი დეფექტი არ ჰქონიათ.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა კი განაცხადა, რომ ალუმინის ქარხანას ორი კვირის წინ სრულყოფილი შემოწმება ჩაუტარდა და არავითარი დარღვევა არ გამოვლენილა.
ერთ-ერთი რეზერვუარიდან სითხის გადმოღვრის შეჩერება მოხერხდა.

Leave a http://www.youtube.com/watch?v=I2DWJqnpztYReply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s