NEW

E K O N I A

ეკოლოგიური აგრესია და ჯამრთელობა

დატოვე კომენტარი

სადღეისოდ კლინიკური ეკოლოგია წარმოადგენს ერთ–ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მედიცინაში. გარემოს დაბინძურება განაპირობებს ადამიანის ორგანიზმსა და მის გარემოში – ჰაერი, წყალი, ნიადაგი, ცხოველურ და მცენარეულ სამყაროში ტოქსიური ნივთიერებების დასაშვებ ნორმაზე მეტად მომატებას, რასაც მოჰყვება სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მკვეთრი ზრდა. ორგანიზმის ლატენტური დაზიანება გარემოს დამაბინძურებელთა ხარჯზე, ფარულად მიმდინარე ქრონიკული ინტოქსიკაციები, წარმოადგენს სადღეისოდ ძალზედ აქტიურ ეკო-ჰიგიენურ და კლინიკურ პრობლემას. მით უმეტეს, რომ მძიმე მეტალების ტოქსიური ზემოქმედება შეიძლება გაიზარდოს პოპულაციურ დონეზე მოსახლეობის შემდეგ თაობებშიც. ყოველივე ზემოთ აღნიშნული ქმნის თვალით უხილავ ეკოლოგიურ კატასტროფას, რომლის ინდიკატორსაც წარმოადგენს მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვთა ავადობა. ეკოლოგიური აგრესიის პირველი ნიშნებია ბავშვთა მოსახლეობაში ზემო და ქვემო სასუნთქი გზების და კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული მორეციდივე დაზიანებები, რომლებიც კლინიკურად გამოვლინდება ქრონიკული ინფექციური კერების გაჩენაში, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ნორმალური ბიოლოგიური ფლორის დარღვევაში, ალერგიული პათოლოგიების (კანის და სასუნთქი სისტემის) ტიპიური და ატიპიური ფორმების გახშირებაში და ამასთანავე აღნიშნული პათოლოგიების სტამდარტული სქემით მკურნალობის არაეფექტურობაში. ზემოთ აღნიშნული პრობლემები საერთოა როგორც მსოფლიოს განვითარებადი ქვეყნებისათვის, ასევე საქართველოსთვისაც. აქედან გამომდინარე, არახელსაყრელი ეკოლოგიური ფაქტორების გავლენის შედეგად განვითარებულ დაავადებათა რეტროსპექტული და პროსპექტული ანალიზი, გარემოს მავნე ფაქტორების შესწავლასთან ერთად , წარმოადგენს აუცილებელ პირობას სწორი პრევენციული და პროფილაქტიკური ღონისძიებების შესამუშავებლად და არის ერთადერთი და ძირითადი ინსტრუმენტი ეკოლოგიური პრობლემების გადასაწყვეტად. მესამე ათასწლეული მთელ მსოფლიოში ხასიათდება მატერიალურ–ტექნიკური პროგრესის მასშტაბური მიღწევებით, რაც კაცობრიობის უდავოდ დიდი წარმატების მაჩვენებელია. პროგრესული ნაბიჯები ერთის მხრივ ყოფაცხოვრებას აადვილებს, მეორეს მხრივ კი ეკოლოგიური სიტუაციების გაუარესებას და აქედან გამომდინარე ჯანმრთელობისათვის ახალი პრობლემების მომრავლებას იწვევს.
დღეს ადამიანი მუშაობს და ცხოვრობს იქ, სადაც რადიაცია, დაბინძურება ორჯერ, სამჯერ, ათასჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას და მან არც კი იცის არაფერი ამის შესახებ. მან შეიძლება მიიღოს სიცოცხლისათვის საშიში ნიტრატების და მძიმე მეტალების შემცველი საკვები და არ იცოდეს ეს. ეს არის ეკოლოგიური რისკი.                                    ეკოლოგიური რისკი-ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი პრობლემის სოციალურ-სამედიცინო დახასიათება. ჯანდაცვის სისტემის წინ დგას ამოცანა: შეისწავლოს გამონაბოლქვების, საწარმოო პროდუქტების, პესტიციდების, ქიმიური ნივთიერებების გავლენა მცენარეულ და ცხოველურ სამყაროზე, წყლისა და ნიადაგის დაბინძურებაზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, შეისწავლოს ეკოლოგიურად „დაბინძურებული სამუშაო ადგილები“, სადაც ჰაერი დაბინძურებულია მძიმე მეტალების მტვერით: ტყვია, სპილენძი, თუთია, ქლორი, გოგირდი და ა.შ. ეკოლოგიის და ადამიანის ჯანმრთელობის ურთიერთკავშირის შესახებ ინფორმაციის არქონის პირობებში რთულია შრომითი საქმიანობის რეგულირება.
სამედიცინო–სანიტარული სამსახურის აუცილებელი ამოცანაა დაამონტაჟოს აერო და წყლის ანალიზატორები, მოიძიოს დაბინძურების წყაროები და უზრუნველყოს მათი სწრაფი ლიკვიდაცია.
გარემოს მავნე ფაქტორების შესწავლის ანალიზმა როგორც მთელს მსოფლიოში, ისე რუსეთში და მსხვილ ინდუსტრიულ ქვეყნებში, აჩვენა, რომ ეკოლოგიური დესტაბილიზაციის ძირითადი ტენდენციები გრძელდება და იზრდება. ნაციონალური, რეგიონული პროგრამები, ეკოლოგიური კონვენციები და კანონები მოწოდებულია, რათა დაინერგოს შედარებით ეფექტური რესურსი და ენერგიადამზოგველი ტექნოლოგიები. მრავალმილიონიანი გამწმენდი მოწყობილობები და სხვა მცდელობები ვერ ცვლის ამ ტენდენციას და ვერც ამცირებს ზრდის ტემპს. ეს ნიშნავს, რომ იზრდება ადამიანის სიცოცხლისათვის, მისი ჯანმრთელობისა და არსებობის რისკი. ამიტომაც ამ პრობლემის აქტუალობა დღითიდღე იზრდება. გარემოს დამაბინძურებელ წამყვან, ერთ-ერთ ძირითად ფაქტორად ყველა ქვეყანაში ითვლება ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი და წარმოების ნარჩენი პროდუქტები. ეკოლოგიური მდგომარეობის შესწავლის მონაცემებმა ქალაქის შუაგულში აჩვენა, რომ ცენტრში ცხოვრება საზიანოა ჯანმრთელობისათვის. ყველგან – ნიადაგში, ფოთლებში, ბალახის გაზონებში. ქვიშაში – პირველი კლასის მძიმე მეტალების შემცველობა – თუთია, ტყვია, კადმიუმი, სპილენძი, ნიკელი, ქრომი, ძალიან მაღალია. ამ ელემენტების დაგროვება კი იწვევს მთელი რიგი სრიოზული დაავადებების განვითარებას. რახელსაყრელი ეკოლოგიური ფატორების გავლენის შედეგად განვითარებულ დაავადებათა რეტროსპექტული და პროპექტული ანალიზი, გარემოს მავნე ფაქტორების შესწავლასთან ერთად, წარმოადგენს აუცილებელ პირობას სწორი პრევენციული და პროფილაქტიკური ღონისძიებების შესამუშავებლად და არის ერთადეთი და ძირითადი ინსტრუმენტი ეკოლოგიური პრობლემების გადასაწყვეტად.

Advertisements

Leave a http://www.youtube.com/watch?v=I2DWJqnpztYReply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s