NEW

E K O N I A

“ვერტიკალური ბაღი”

დატოვე კომენტარი

ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ინიციატივით ავლაბრის მეტროსთან საქართველოში პირველი ვერტიკალური ბაღი გაშენდა. ცოცხალი კედელი ავლაბრის მეტროს სადგურის ფასადზე ცნობილი ფრანგი ბოტანიკოსისა და ლანდშაფტის არქიტექტორის პატრიკ ბლანის პროექტით მოეწყო.

აღნიშნული ბაღის ანალოგი ევროპის ბევრ ქალაქში არსებობს და დეკორატიულ გამწვანებაში ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. თბილისის მერიამ ექსკლუზიური პროექტის განხორციელება 2010 წლის იანვარში დაიწყო.

ხელოვნურად გაშენებული ვერტიკალური ბაღი შენობის წინ მდებარე მდელოდან იწყება. მარადმწვანე და მოყვავილე მცენარეები 107 კვ.მ. ფართობს ვერტიკალურად ამწვანებს.

ვერტიკალური ბაღის გასაშენებლად სულ 104 დასახელების 4 400 ძირი მოყვავილე და მარადმწვანე მცენარე იქნა გამოყენებული. პროექტის ტექნოლოგიით ყველა ეს მცენარე შენობის კედელზე საგანგებოდ მოწყობილ თექაშია განთავსებული. თექის ქვეშ არსებული მიწის ხელოვნური მორწყვის სისტემა მცენარეებისთვის სასუქისა და წყლის მიწოდებას ავტომატურ რეჟიმში უზრუნველყოფს. ნარგავები ყველა სეზონზე სხვადასხვა პერიოდულობით გაიხარებს.

Leave a http://www.youtube.com/watch?v=I2DWJqnpztYReply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s