NEW

E K O N I A

“ქალაქის გამწვანების ახალი პროექტი”

დატოვე კომენტარი

თბილისის მერიამ კათალიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ქალაქის გამწვანების ახალი პროექტი დაიწყო, რომელიც დედაქალაქისა და მისი შემოგარენის გამწვანებას ითვალისწინებს. 

ქალაქის  ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, აქცია უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო, სადაც 1000- მდე სტუდენტის მონაწილეობით 500 ძირი კვიპაროსის,  ფიჭვის, ნეკერჩხლისა და ცაცხვის ჯიშები დაირგო.        

განაშენიანების აქციაში უწმინდესთან ერთად ქალაქის მერმა გიგი უგულავამ და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ თავად მიიღეს მონაწილეობა.

„ჩვენ ვიწყებთ დიდ საქმეს-გამწვანება ეს უპირველეს ყოვლისა არის ჩვენი ხალხის ჯანმრთელობის საწინდარი და მაჩვენებელია ერის კულტურის. ეს მთები თავის დროზე  ტყით იყო დაფარული, რომელიც მტერმა გადაწვა. ჩვენ უნდა შევეცადოთ აღვადგინოთ და გავამწვანოთ ეს ადგილები, რაც სრულიად შეცვლის თბილისის ჰაერს.“-განაცხადა პატრიარქმა ილია მეორემ.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ სპეციალურად ამ აქციისთვის, საბაზისო სანერგე მეურნეობიდან 20 ათასამდე სხვადასხვა ჯიშის ნერგები გამოყო.

„არსებობს ფრაზა – ნაპერწკლიდან ალი აინთება, ჩვენ დავიწყეთ, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით სამინისტროს ინიციატივას ქალაქის მერია შემოუერთდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქალაქის გამწვანებასა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის რაც უფრო მეტი ადამიანი იზრუნებს. მზად ვართ ნებისემიერ მსურველს მხარი დავუჭიროთ მსგავსი აქციის ორგანიზებაში“ – განაცხადა გოგა ხაჩიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

Advertisements

Leave a http://www.youtube.com/watch?v=I2DWJqnpztYReply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s