NEW

E K O N I A

“ერთ-ერთი სოფლის დაბინძურებული გარემოს შესახებ”

დატოვე კომენტარი

ქ. თბილისის ჩრდილო-აღმოსავლეთით იალნოს მთის თვალწარმტაცი სილამაზის ფერდობების უბეში მდებარეობს პატარა  სოფელი საცხენისი; იგი ლამაზ და ჰაეროვან ადგილზეა დაფუძნებული.   სწორედ 25 სექტემბერს ჩვენ ვიმყოფებოდით გარდაბნის რაიონ სოფელ საცხენისში,  იმ პირობების გათვალისწინებით რომ ჩვენ ნამდვილად დავინტერესდით  ამ სოფლის დაბინძურებული გარემო პირობებით,  რის შედეგადაც დავათვალიერეთ სოფლის შემოგარენი და  გადაღებები ვაწარმოვეთ.  მოგეხსენებათ საქართველოში დღესდღეობით მწვავე პრობლემად რჩება გარემოს დაბინძურების საკითხი. დიდი ყურადღება მიიქცია ჩემში ამ სოფლის დაბინძურებულმა ადგილებმა. ” გადავარჩინოთ გარემო დაბინძურებისაგან და ჩვენი ჯამრთელობა ამ გარემო პირობებისაგან” . გარემოს დაცვა გულისხმობს ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც მიზნად იასახავს ადამიანის და ბუნების სასიცოცხლო საფუძველების მთლიანობაში, შენარჩუნებას და გარემოს არსებული დაზიანებების აღმოფხვრას. ეკოლოგიური სისუფთავე ეს ხომ ჩვენი ჯანსაღი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. სწორედ ამიტომ სოფლის პროგრესულმა ძალებმა გარემოსდაცვითი ყურადღება უნდა გაამახვილოს და ხმა აღიმაღლოს ჰაერის, წყლის, ნიადაგის, ტყეების, მცენარეების და საერთოდ, ნაკრძალების დაცვის აუცილებლობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში საცხენისის შესანიშნავი ბუნებრივი გარემო შეიძლება შეიცვალოს და უარყოფითი, გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვეს, და დღესდღეობით სოფელი სწორედ ამ საშიშროების წინაშე დგას. მითუმეტეს, რომ უკანასკნელ პერიოდში ნავთობის ძიება, ბუნებრივი აირით მომარაგების ნაკლებობა, ტყის ჩეხვა და სხვა ამის საფუძველს იძლევა. ბუნება, მიწა , ისევე როგორც მთელი სამყარო, შექმნილი იყო ადამიანისთვის, მაგრამ ამავე დროს, ადამიანს ეს ყოველივე მოსავლელად და არა საბატონოდ მიეცა, სამწუხაროდ ხშირად გვავიწყდება, რომ ბუნებას ადამიანის გარეშე არსებობა შეუძლია, ადამიანს კი ბუნების გარეშე -არა! ბუნება  არის საოცრად ლამაზი და ამიტომ ბუნების დაბინძურება ღვთის ქმნილების დამახინჯებაა. სწორედ ამის გამო მიიქცია ჩემი ყურადრება ამ ულამაზესი სოფლის დაბინძურებულმა ადგილებმა. მე  შევეცდები ჩემი წვლილი შევიტანო სოფლის გაწმენდაში და მოსახლეობის ჯანსაღი პირობების შექმნაში.

Leave a http://www.youtube.com/watch?v=I2DWJqnpztYReply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s