ეკოლოგიური სახლი

 

იმისათვის, რომ განვსაზღვროთ, თუ რას ნიშნავს «ეკოლოგიური სახლი», საინტერესოა გავეცნოთ იმ გამოცდილებას, რომელიც დღესდღეობით არსებობს.

მალაიზიელი არქიტექტორი კენ იანგი ცნობილია თავისი ეკოლოგიური (ან როგორც თვითონ ეძახის «ბიოკლიმატური») ცათამბჯენებით. ასეთი შენობები არის წინ გადადგმული ნაბიჯი, როგორც არქიტექტურაში, ისე ეკოლოგიის სფეროში. თუმცა მსოფლიოში მსგავსი ნაგებობები ძალიან ცოტაა. ნაწილობრივ მათი სიძვირის და აზროვნების ინერტულობის გამო.

 

1994 წელს კენ იანგი მალაიზიაში აპროექტებს ტოკიო-ნარას 80-სართულიან კოშკს. ამ ტიპის ნაგებობებს შორის ერთ-ერთი მსხვილი პროექტია. «ბიოკლიმატური ცათამბჯენი» _ სპირალური მწვანე მთის იდეა. ეს ურთულესი საინჟინრო ნაგებობა იპყრობს ჩვენს ყურადღებას არა ამრტო თავისი ორიგინალური იერით, არამედ საქალაქო ცხოვრებით სავსე გარემოთი. შენობის უზარმაზარი ვესტიბიული თითქოს ქუჩის გაგრძელებაა. უხვი რაოდენობის მცენარეები უმნიშვნელოვანესი ელემენტია შენობის მიკროკლიმატის სამართავად. კოშკის შიგნით კონტროლდება ჰაერის ნაკადები, იგი აგრილებს შენობას და ამცირებს ხმაურის დონეს. სართულების შერევა ქმნის ორსინათლიან ან სამსინათლიან შუალედურ სივრცეს, რომელშიც განთავსებულია მრავალდონიანი ბაღები, ტერასები და ლოჯიები. მცენარეები ქმნიან ჯანმრთელ კლიმატს, იცავენ მზისგან და ავსებენ სივრცეს ჟანგბადით. მოსარწყავად გამოიყენება წვიმის წყალი, რომელიც შემდეგ იფილტრება და გროვდება სპეციალურ რეზერვუარებში საყოფაცხოვრებო მოხმარებისათვის. ლიფტები და დამხმარე სათავსოები განთავსებულია შენობის ცხელ აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარეს. ამის გამო ოფისები აღმოჩნდნენ კოშკის გრილ ნაწილში, ზუსტად იქ, სადაც საჭიროა. მზისგან დაცვა უზრუნველყოფილია მოძრავი პერფორირებული ეკრანებით და ჟალუზებით.

ასეთი სისტემის გამოყენება შესაძლებელია ზომიერი კლიმატის პირობებში, რომელსაც მიეკუთვნება თბილისი.

კენ იანგმა არა ერთი ცათამბჯენი შექმნა, რომლებიც გამოირჩევიან ორიგინალური ექსპრესიულობით, ხოლო მათი ფორმა პასუხობს ეკოლოგიურ პრინციპებს და წარმოადგენს ინოვაციურ აზროვნებას არქიტექტურულ კულტურაში _ ბიოკლიმატური ცათამბჯენი _ ახალი ალტერნატივაა ურბანიზებული ქალაქის გადასარჩენად. კენ იანგის თითოეული პროექტი კონცეპტუალურია, იგი გვთავაზობს ვერტიკალურად გადანაწილებულ ლანდშაფტურ ადგილებს ცაში სიმაღლეში გაზრდილი პარკების სისტემით (ეკოლოგიური ქალაქი მალაიზიაში, 1997.). მისი პრინციპული იდეაა ვერტიკალური ლანდშაფტი და დიაგონალური ბაღი, რომელიც მიცოცავს შენობის მთელ სიმაღლეზე. აქ ადამიანი თითქოს უახლოვდება ბუნებას.

მწვანე და მაღალი კოშკები _ ახალი განზომილება და ურბანული ლოგიკა თანამედროვე ცხოვრების ადეკვატურია. ეს XXI -ის არქიოტექტურაა, თუმცა კენ იანგის შემოქმედებაში თანამედრივე ტექნოლოგიებით იქმნება ტრადიციული სახლის ფუქნციური ექვივალენტი. მის მიერ დაპროექტებული ცათამბჯენები კუალა-ლუმპურში და მის შემოგარენში გენეტიკურად დაკავშირებულია ხალხურ არქიტექტურასთან. ეს გახლავთ ქალაქური ცხოვრების და ყოფითი ტრადიციების სპეციფიკური ფორმის რაციონალური გააზრება, ახალი ნაციონალურის აღმოჩენის ერთ-ერთი გზა.

კენ იანგის პრინციპი «sustainable desing» (ბიოკლიმატური დიზაინი) ეს არის პროექტირება კლიმატური ფაქტორების გათვალისწინებით. ბიოკლიმატური დიზაინის იდეები და პრინციპებია:

- მაღლივი შენობის ცენტრალურ ღერძში საინჟინრო მოწყობილობების განთავსება;

- ბუნებრივი განიავების გამოყენება;

- შენობის ორიენტაციის და კონფიგურაციის შერჩევა;

- მზისდამცავი ხელსაწყოების გამოყენება;

- «ატრიუმების» გამოყენება;

- ღრმა «skycourts» ლიჯიების გამოყენება, როგორც შუალედური სივრცე-გარემოსა და ინტერიერს შორის.

ეს არის ბაღები ცაში, რომლებმაც უნდა გააწონასწორონ შენობის არაორგანული მასა «ორგანულთან» და ასეთი სახით შეიქმნება ეფექტური ეკოსისტემა.

ემილიო ამბაზს ესპანეთში უნდოდა აეგო «არიქტექტურული შავი კვადრატი» და ააშენა ეკოლოგიური არქიტექტურის სიმბოლო. არქიტექტურის და ბუნებრივი გარემოს სინთეზი _ «განმარტოების სახლი» (2005.). სახლი უჩვეულო და არასტანდარტულია. ჰარმონიულად განთავსებულია სერრო-მორენას მთის ძირში. ორი თეთრი კედელი შენობის ერთდერთი მიწისზედა ნაწილია. მიწაში ამოჭრილი ტალღოვანი ღიობები შენობის შიდა სივრცეს გარემოსთან აკავშირებს. ეს «ფანჯრებია».

ემილიო ამბაზის აკრის პრეფექტურის შენობა ფუკუოკაში (1994.) წარმოადგენს უზარმაზარ მწვანე მთას ქალაქის ცენტრში. ინოვაციური მწვანე ურბანული მოდელი. ერთ სტრუქტურაში შერწყმულია ორი განსხვავებული ფუნქცია: შენობა და ლანდშაფტი.

არიქტექტორები სხვადასხვა ხერხებს იყენებენ ეკო-არქიტექტურის შესაქმნელად.

ჟან ნუველი ლოს-ანჟელესში პროექტებს ეკოლოგიურ საცხოვრებელ სახლს (2007-2009წწ.) 180 სიმაღლის და 15 სიგანის ვერტიკალურ «პარკს», რომელსაც არქიტექტორმა «მწვანე სოლი» უწოდა.

«Strat» კოშკის (სახელოსნო ასიმპტოტელე, აბუ-დაბი) ეკოლოგიური მდგრადობის მთავარი ელემენტია ჟალუზების სისტემა, რომელიც, მაქმანისებური თავსაფრის მსგავსად, შემოხვეულია შენობის მზიდ კონსტრუქციაზე.

არქიტექტორი რენცო პიანო სან-ფრანცისკოში აპროექტებს მსოფლიოში ყველაზე დიდ ეკოლოგიურ სახლს .. «ოქროს ჭიშკარი». შენობის 9 900 კვ ფართის სახურავი დაფარულია მიწით. რენცო პიანო ამბობს: «ჩვენ შევქმენით მუზეუმი, რომელიც ვიზუალურად და ფუნქციურად დაკავშირებულია ბუნებრივ გარემოსთან». სახურავში განთავსებულია ფანჯრები, რომლებიც იხსნება და იხურება ულტრათანამედროვე ტემპერატურული მონიტორებით, რომლებიც უზრუნველყოფენ მუზეუმის ვენტილაციას და თბოიზოლაციას.

გიგანტური კვერცხის ფორმის ეკო-სასტუმრო მაიამიში არქ. მაიკლ რესენტალი. შენობას სუფთა ჰაერით მოამარაგებს გიგანტური ტურბინები, რომლებიც ჩამონტაჟებულია ცათამბჯენის ცენტრალურ ნაწილში. ტურბინებს ამუშავებენ მზის ენერგიით. მზის სხივების დასაჭერად შენობის ფასადი დაფარულია სპეციალური ფოტოელექტრონული პანელებით. გარდა ამისა, ეკო-კვერცხის შიგნით გაიზრდება ბაღები, რომლებიც წარმოადგენენ თავისებურ გამწმენდ ბარიერებს. სასტუმროს პარამეტრზე მოწყობილია არხები წვიმის წყლის დასაგროვებლად და ბაღების მოსარწყავად.

დანიელ ლიბესკინდი აპროეტებს ეკოლოგიურ საცხოვრისს სინგაპურში «Reflection» _ ეს არის ექვსი მინის კოშკის სიმფონია. სართულიანობა 24-დან 48-მდე მონაცვლეობს. სახლების სახურავებზე მოწყობილია მწვანე ბაღები გაადხურული დახრილი ბადისებრი სახურავებით.

ბრიტანელმა არქიტექტორებმა: ჯგუფი «ატკინსი» დააპროექტეს უკიდურეს რთულ რელიეფზე სასტუმრო «Songjiang beaty Spot» (ჩინეთი) პროექტირებისას გათვალისწინებული იყო «ეკოლოგიური არქიტექტურის» ყველა მოთხოვნა, დაწყებული სახურავებზე ბაღების მოწყობით, გეოთერმული ენერგიის გამომუშავებით დამთავრებული. სასტუმროს კომპლექსი განთავსებულია 100 სიღრმის კარიერში, რომლის ფსკერზე წყლის სარკეა.

როდესაც ვსაუბრობთ საცხოვრისის პრობლემაზე, საინტერესოა გავეცნოთ კორეული არქიტექტორების Mass Stud Less-ის თანამედროვე კომუნის საპროექტო წინადადებას Seoul Commune 2026. საცხოვრებელი კომპლექსი გათვალისწინებულია ახალი ტიპის საზოგადოებისთვის, რომლის საფუძველს წარმოადგენს სოციალური უჯრედი შემდგარი ერთი ან ორი ადამიანისგან. ამ იდეის განხორციელება მოითხოვს არქიტექტორისაგან ახალი ფორმების და სივრცულ სტრუქტურებს. პროექტი შედგება ორი კონტრასტული სტრუქტურისაგან: გამწვანებული პარკი _ საზოგადოებრფივი სივრცე და მაღლივი კოშკები _ ინდივიდუალური საცხოვრებელი ბინებით _ კერძო სივრცე. ეს ორი ასპექტი შუალედური სივრცეებით გაერთიანებულია და ერთიან სტრქუტურას ქმნის.

ბელგიელი არქიტექტორი ვინსენტ კოლებო ცნობილია ინოვაციური ეკოლოგიური პროექტებით. იგი ქმნის ალტერნატიულ არქიტექტურას, ეკოლოგიური კრიზისისაგან თავის დასაღწევად. მისი ერთ-ერთი პრინციპია ეკოსისტემის შექმნა ლანდშაფტის კლონირების გზით. ეს იქნება ახალი ურბანული სცენოგრაფია, ორგანული ნატურალური ლანდშაფტიდან აღებული ფორმები, «ლანდშაფტის» ტრანსფორმაცია, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ «Land Arch». მაგ., Langscript, Geneva _ 2020 Switzerland, “Grand Bridge” – South Korea, 2003, სრული წარმოდგენისათვის თუ რას ნიშნავს Land Arch, განვიხილავთ ერთ მაგალითს.

ვინსენტ კოლებო აპროექტებს მცურავ ეკოლოგიურ ქალაქს «Lilyped» _ ეს არის ხელოვნური ლაგუნა მდიდარი ფლორით და ფაუნით. ქალაქი გათვლილია ეკოლოგიურ ლტოლვილებზე. პროექტის მიზანია ჰარმონია ადამიანსა და ბუნებას შორის. ეკოპლისის ფორმა ასოცირდება «ვიქტორია რეგიას» ფოთოლთან, რომელიც 250-ჯერ არის გადიდებული. ეს არის უჩვეულო პლასტიური მცენარე. «ყვავილის» გარსი შემდგარია პოლიესტერის ბოჭკოებისაგან, რომელიც დაფარულია დიოქსიდ ტიტანით (TiO2). იგი რეაგირებს ულტრაიისფერ სხივებზე და შთანთქავს ატმოსფერულ სიბინძურეს ფოტოკატალიტური ეფექტით.

«Lilypadi» ოთხ მთავარ გამოწვევას იღებს: კლიმატი, ბიოლოგიური ვარიანტები, წყალი და ჯანმრთელობა. ეს მიღწეულია ყველა ენერგიის წყაროების განახლებით (მზის, სითბური, ქარის ენერგია, ჰიდრავლიკური, პერიოდული ელექტროსადგურები, ბიომასსა) ყველაფერი გამოსადეგია მეორადი მოხმარებისათვის. ქალაქი თვითონ გამოიმუშავებს ჟანგბადს და ელექტრობას, წმინდავს და არბილებს გამოყენებულ წყალს და .. «Lilypad»- _ მცურავი ეკოპოლისი ეს არის მეტაბოლიზმი, რომელიც ქმნის სიმბიოზს ბუნებასთან. ეს იქნება XXI საუკუნეში ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა.

«Masdar City» _ ქალაქი აბუ-დაბიში. მასდარი _ ახალი სახელია ეკოლოგიურ თემატიკაში (Foster + Partners). ეს არის მცდელობა, აშენდეს ოცნება უდაბნოში გარემოს ეტალონი, სადაც ყველაზე თანამედროვე ტექნიკა ორგანულად ჩაეწერება ბუნებში. ორიგინალური არქიტექტურა, საინტერესო ენერგეტიკული სისტემები, ტურისტული ტრანსპორტი. მთელი ქალაქი გადახურულია აჟურული კონსრუქციით, რომელიც ქუჩებზე და მოედნებზე საინტერესო ჩრდილს ქმნის და ქალაქს უჩვეულო მყუდროებას ანიჭებს. გეგმა ასოცირდება არაბული, აღმოსავლური ტრადიციის ნაგებობებთან. ქუჩებში ქმნიან ატრიუმების ჯაჭვს.

ნორმან ფოსტერი და ჟან ნუველი სიდნეის შემოგარენში აპროექტებნ ეკო-არქიტექტურის მთელს კვარტალს «Frasers Broadway» (250 000 კვ -ზე). შენობები აგებულია უახლესი არქიტექტურის ტენდენციებზე, სახლები თვითონ გათბებიან, გაგრილდებიან, უზრუნველყოფენ თავის თავს ელექტროენერგიით ქარის გენერატორების და მზის ბატარეების საშუალებით. დიდი ყურადღება აქვს დათმობილი რეკრეაციულ, საპარკო ზონებს. შენობებზე მოეწყობა მწვანე სახურავები და ლოკალური მინი-პარკები, შენობების ფასადებიც შემოსილია მცენარეებით.

«Global award» ეს არის ჯილდო განკუთვნილი ბიოკლიმატური არქიტექტურის (Sustainable Architecture) შექმნისათვის, რომელიც დააფუძნა პარიზის არქიტექტურის და მემკვიდრეობის ცენტრმა გერმანელ არქიტექტორ იანა როველთან ერთად. მიზანი არის ეკოლოგიური არიქტექტურის პოპულარიზაცია. წელს ამ ჯილდოზე წარდგენილი არიან არქიტექტორები ტომას ჰერცოგი, სამი რინტალა, ბიჯო ჯეინ და პატრიკ ბუშენი. ეს არიქტექტორები «მწვანე მოძრაობის» წარმომადგენლები არიან.

გერმანელი არქიტექტორი ტომას ჰერცი ცნობილია, როგორც კლიმატური არქიეტქტურის ერთ-ერთი მომხრე. მისი ბიოკლიმატური და ეკო-ნაგებობები გათვლილია სამხრეთის ქვყენებისათვის, თავის პროექტებში ითვალისწინებს ქარის მიმართულებას, მზის სხივების ინტენსივობას და .. იყენებს როგორც მათ ენერგიას, ასევე იკვლევს ნეგატიური გავლენის ნეიტრალიზაციას.

ნორვეგიელი არქიტექტორი სამი რიტალი ავითარებს არქიტექტურის იმ ხაზს, რომელიც ახლოსაა ბუნებასთან და ლენდ-არტთან. ორიენტაცისთვის ეყრდნობა ტრადიციული არიქტექტურის გამოცდილებას და იყენებს მხოლოდ ადგილობრივ საშენ მასალას. ასეთი სახით ინარჩუნებს კონკრეტული ადგილისათვის დამახასიათებელ ნაგებობის სახეს.

დიებედო ფრანსის კერე (ბურკინო-ფასო) და ბიჯო ჯეინი (ინდოეთი) იყენებენ ნაციონალური არქიტექტურის ხერხებს შენობაში ოპტიმალური მყარი კლიმატის შესაქმნელად.

ფრანგი პატრიკ ბუშენი თავისი პროექტების რეალიზაციისათვის იყენებს მეტალის ცილინდრებს, ხის გემებს და .. ცდილობს მინიმუმადე დაიყვანოს ხარჯები მშენებლობაზე. ასევე მას აინტერესებს სოციალური საცხოვრისის პრობლემები.

გერამნელი ავაგნარდისტი მხატვრის ჰუნდერვასერის თვალსაზრისით კარგი შენობა თავის თავში უნდა ფლობდეს ორ რამეს: ჰარმონიას ბუნებასთან და ჰარმონიას ადამიანთან.

«დიდი ხანია არქიტექტურა დომინირებდა გარემოზე, ეხლა დროა გავაკეთოთ ისეთი არქიტექტურა, რომელიც დაემორჩილება ბუნებას. ვიცხოვროთ სახლში, სადაც ბუნება გარშემო იქმნება. ბუნება, რომელიც სახლის აშენებისას განადგურდა უნდა დავაბრუნოთ სახურავზე და მას ეკოლოგიური მნიშვნელობაც ექნება.

About these ads

2 thoughts on “ეკოლოგიური სახლი

  1. მივესალმები წამოყებულ პროექტს, გისურვებთ წარმატებებს და წინ სვლას.

Leave a http://www.youtube.com/watch?v=I2DWJqnpztYReply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s